როგორ მოვაწყოთ აბაზანა ფენ შუის მიხედვით?

Spread the love

წყალი, როგორც ბუნების ერთ–ერთი ელემენტი, ფენ შუის მიხედვით ასოცირდება ფინანსების შემოდინებასთან, ამიტომ უძველეს აღმოსავლურ ხელოვნებაში დიდი ყურადღება ექცევა სააბაზანოს მოწყობას. ფენ შუის მიხედვით, სწორედ ამ ოთახში ხდება კეთილდღეობის ენერგიის კონცენტრირება.
ძირითადი საკითხები, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ესაა ოთახის მდებარეობა, ფერთა პალიტრა, მოპირკეთების ფორმები და მასალები. ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ მოვაწყოთ აბაზანა ფენ შუის რეკომენდაციების მიხედვით.

1. სააბაზანოსთვის სწორი მდებარეობის შერჩევა
ფენ შუის მიხედვით, აბაზანა სახლის ჩრდილოეთ ნაწილში უნდა მოთავსდეს. უკეთესი იქნება, თუ მისაღები ოთახისა და განსაკუთრებით, საძნებელი ოთახის გვერდით არ აირჩევთ ადგილს სააბაზანოსთვის, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ემოციური ძალების დაქვეითება. ამასთან, აბაზანის კარი არ უნდა ჩანდეს საძინებლიდან და სამზარეულოდან. სასურველია, რომ აბაზანა და ტუალეტი ცალ–ცალკე იყოს განლაგებული, ან ერთი ოთახის შემთხვევაში, ზონებად გამოყოფილი.

fenwui2-795x530

2. სანტექნიკის სასურველი მდებარეობა ფენ შუის მიხედვით
ვანა – ოთახის სამხრეთ–დასავლეთით
უნიტაზი – სამხრეთით, შესასვლელი კარისგან მოშორებით
ხელსაბანი – ისე უნდა მოათავსოთ, რომ ხელის დაბანის დროს, ზურგით არ იდგეთ შესასვლელისკენ (კარისკენ).

3. ფერთა გამა აბაზანაში
მკვეთრი ფერები, რომელიც ურთიერთსაპირისპირო ემოციებს იწვევს (მაგ: წითელი, შავი, ყავისფერი, მუქი სერი), ფენ შუის მიხედვით, არ არის რეკომენდებული სააბაზანოში, რადგან იზიდავენ ნეგატიურ ენერგიას და სასიცოცხლო ძალების განეიტრალებას ახდენენ. ამიტომ, შეარჩიეთ მსუბუქი პასტელური და ნეიტრალური ფერები: ღია ცისფერი, ატმისფერი, თეთრი, კრემისფერი, ვერცხლისფერი, ღია მწვანე და ა.შ.

fenwui3-795x530 აბაზანა

4. ნივთების ფორმები
აბაზანაში მოერიდეთ წახნაგოვან კუთხეებს, გამოიყენეთ მრგვალი ან ოვალური ფორმის სანქტენიკა! ფენ შუის თანახმად, სააბაზანოს ავეჯი და ნივთები აუცილებლად მრგვალი ფორმის უნდა იყოს.

fenwui5

5. სასურველი მოსაპირკეთებელი მასალა
ფენ შუის რეკომენდაციით, სააბაზანოში გამოიყენეთ მარმარილო, კერამიკა, მინა, ბუნებრივი ქვები და კაფელის ფილები. მოსაპირკეთებელი მასალის ფაქტურა უნდა იყოს გლუვი, თანაბარი და ირეკლავდეს სინათლეს. სანტექნიკის ელემენტები შეარჩიეთ ვერცხლისფერი ტონის, რაც დადებითად აისახება სააბაზანოს ატმოსფეროზე.

აბაზანის-დიზაინი

6. აბაზანა და სარკის ენერგია

ითვლებდა, რომ სარკე უარყოფით ენერგეტიკას შთანთქავს და ჩვენს “მეორე მეს” მხნეობითა და ჰარმონიით ავსებს. თუ აბაზანის სარკე რამოდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, ან დაზიანებულია, მაშინ ამ ფაქტორს დისბალანის შეტანა შეუძლია ოთახში. სარკე შესასვლელის პირდაპირ უნდა განათავსოთ, იმისათვის რომ აირეკლოს ნეგატიური ნაკადები.

აბაზანა-ფენ-შუის-მიხედვით

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

2,490 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს