აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის

Spread the love

თუ თქვენი პატარები აბაზანის მიღებისას ჭირვეულობენ და წყლის ქვეშ ყოფნა არ ხიბლავთ, შეეცადეთ მათ ეს პროცესი მაქსიმალურად გაუხალისოთ. გთავაზობთ რამოდენიმე ორიგინალურ იდეას, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს აბაზანა!

აბაზანის დროს სათამაშოებთან ერთად ყოფნა ყველა პატარას უხარია. მითუმეტეს, თუ ეს სათამაშოები მოძრაობს და რაიმე სახის აქტივობას ასრულებს. უამრავი საბავშვო სათამაშოების ბრენდი დაკავებულია სპეციალურად აბაზანის დროს გამოსაყენებელი სათამაშოებისა და შემეცნებითი ნივთების შექმნით, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და გართობისათვის.

იმისათვის, რომ სათამაშო გარემო შევუქმნათ პატარებს, ვიზრუნოთ წყლის დისპენსერის სათამაშოდ გადაქცევაზე. ამისათვის, წყლის გამანაწილებელს უბრალოდ მივუერთოთ სპეციალური სათამაშო იხვები, დელფინები და სხვა, არჩევანი დიდია.

shower head W610_banner

ბავშვებისთვის, რომელთაც თავზე წყლის დასხმა დიდად არ უყვართ, გამოვიყენოთ პოპულარული აბაზანის კეპი, რომელიც მათ თვალებს წყლისგან და შამპუნისგან კარგად დაიცავს.

12593543028

მივცეთ ფერადი ფანქრები და საღებავები, რომლითაც ბავშვს შეუძლია აბაზანის დროს მოხატოს კედლები (სხეულიც) და მოგვიანებით უპრობლემოდ ჩამოირეცხოს.

51QFhv5PSsL._SX425_

შევთავაზოთ სპეციალური წყალგამძლე წიგნები, ან გამოვიყენოთ აბაზანის მისაკრავი მოძრავი ანბანი და ციფრები. არსებობს წყლის სპეციალური საღებავი ტაბლეტები, რომელიც ფერს უცვლის წყალს ვანაში და ანტიალერგიულია. ეს პროცესი ძალიან ახალისებთ პატარებს! მათ ასევე ძალიან უყვართ ქაფი და ბუშტები, რისთვისაც შექმნილია სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც მათთვის ბუშტებს ავტომატურად ბერავს, თან მუსიკალურია.

bubblemakerinbath   819wCI0zZhL._SY550_

შეგიძლიათ შესთავაზოთ თევზაობა მაგნიტური თევზებით, ან ათამაშეთ მინი კალათბურთი.

c26-B000NL8QX4-2-l munchkin-bath-dunkers-basketbol-potasi
ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ სათამაშოები, რომლებიც წყალში დაცურავენ. ბევრი ასეთი ტიპის სათამაშო დამატებით სხვადასხვა მოქმედებებსაც აკეთებს.

აბაზანის აქსესუარები

ამ და კიდევ სხვა უამრავი სააბაზანო სათამაშოს შეძენა შეგიძლიათ სათამაშოების მაღაზიებში ან გამოიწერეთ ინტერნეტით 10–30$ ფარგლებში.

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

771 total views, 4 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს