აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის

Spread the love

აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის, თუ ისინი აბაზანის მიღებისას ჭირვეულობენ და წყლის ქვეშ ყოფნა არ ხიბლავთ, გაგიმარტივებთ საქმეს: შეეცადეთ მათ ეს პროცესი მაქსიმალურად გაუხალისოთ. გთავაზობთ რამოდენიმე ორიგინალურ იდეას, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს აბაზანა!

აბაზანის დროს სათამაშოებთან ერთად ყოფნა ყველა პატარას უხარია. მითუმეტეს, თუ ეს სათამაშოები მოძრაობს და რაიმე სახის აქტივობას ასრულებს. უამრავი საბავშვო სათამაშოების ბრენდი დაკავებულია სპეციალურად აბაზანის დროს გამოსაყენებელი სათამაშოებისა და შემეცნებითი ნივთების შექმნით, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და გართობისათვის.

იმისათვის, რომ სათამაშო გარემო შევუქმნათ პატარებს, ვიზრუნოთ წყლის დისპენსერის სათამაშოდ გადაქცევაზე. ამისათვის, წყლის გამანაწილებელს უბრალოდ მივუერთოთ სპეციალური აბაზანის აქსესუარი – სათამაშო იხვები, დელფინები და სხვა, არჩევანი დიდია.

აბაზანის აქსესუარებიაბაზანის აქსესუარები

ბავშვებისთვის, რომელთაც თავზე წყლის დასხმა დიდად არ უყვართ, გამოვიყენოთ პოპულარული აბაზანის კეპი, რომელიც მათ თვალებს წყლისგან და შამპუნისგან კარგად დაიცავს.

აბაზანის კეპი

მივცეთ ფერადი ფანქრები და საღებავები, რომლითაც ბავშვს შეუძლია აბაზანის დროს მოხატოს კედლები (ტანიც) და მოგვიანებით უპრობლემოდ ჩამოირეცხოს.

აბაზანის ფანქრები

შევთავაზოთ სპეციალური წყალგამძლე წიგნები, ან გამოვიყენოთ აბაზანის მისაკრავი მოძრავი ანბანი და ციფრები. არსებობს წყლის სპეციალური საღებავი ტაბლეტები, რომელიც ფერს უცვლის წყალს ვანაში და ანტიალერგიულია. ეს პროცესი ძალიან ახალისებთ პატარებს! მათ ასევე ძალიან უყვართ ქაფი და ბუშტები, რისთვისაც შექმნილია სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც მათთვის ბუშტებს ავტომატურად ბერავს, თან მუსიკალურია.

ქაფიბუშტები

შეგიძლიათ შესთავაზოთ თევზაობა მაგნიტური თევზებით, ან ათამაშეთ მინი კალათბურთი.

ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ სათამაშოები, რომლებიც წყალში დაცურავენ. ბევრი ასეთი ტიპის სათამაშო დამატებით სხვადასხვა მოქმედებებსაც აკეთებს.

ეს და კიდევ სხვა უამრავი აბაზანის აქსესუარები შეგიძლიათ შეიძინოთ სათამაშოების მაღაზიებში ან გამოიწერეთ ინტერნეტით 10–30$ ფარგლებში.

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს