თეთრსა და ყვითელ ფერებში გარემონტებული 40 კვ.მ ბინის შესანიშნავი მაგალითი

Spread the love

საქართველოს რეალობაში, თეთრ ფერში გადაწყვეტილი ინტერიერი ხშირი მოვლენა არ არის, სითეთრის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. თუმცა, თეთრი ფერის ინტერიერი ბევრად ფართო, მსუბუქი და ნათელია, მითუმეტეს თუ ბინა პატარა ზომისაა. თეთრ ინტერიერს ძალიან უხდება მკვეთრი აქცენტები, მაგალითად ყვითელი, ოქროსფერი, შავი, ნაცრისფერი ფერები, მოდური და ორიგინალური აქსესუარები და ტექსტილი, რაც მთლიანობაში თანამედროვე ვიზუალს ქმნის.
ქვემოთ მოცემული ბინის ფართობი მხოლოდ 40 კვ/მ–ია, რომელშიც მაქსიმალურად მოხერხებულად არის დაგეგმილი სივრცე. ელეგანტური და მდიდრული ოქროსფერი ელემენტები კი ამ ბინას განსაკუთრებულს ხდის.

    ბინის 

ბინაში მისაღები, სამზარეულო და სასადილო ზონა გაერთიანებულია, რომელიც მსუბუქი, გამჭვირვალე ავეჯით არის ზონირებული. კედელზე არსებული დიდი ზომის სარკე უფრო მეტი სივრცის შეგრძნებას ქმნის, ვიდრე რეალურად არის. გამჭვირვალე ავეჯიც სივრცეს ამსუბუქებს, ხოლო მკვეთრი ფერის სკამი მაღალი საზურგით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. სხვადასხვა ზომის ოქროსფერი სურათის ჩარჩოები სკამის თავზე, ინტერიერის ფერთა გამაში იდეალურად ჯდება.

მისაღები

თეთრი ტყავის დივანი ყვითელი და ნაცრისფერი დეკორატიული ბალიშებით, გამჭვირვალე ჟურნალების მაგიდა, ფარდა ოქროსფერ ტონებში და თეთრი კარადა ტელევიზორის კედელზე – ინტერიერის ძირითადი ფერების სპექტრს არ სცდება.

patara-tv-kedeli

სამზარეულოს ზონაც თეთრ ფერშია გაწყობილი, ვერცხლისფერი ტექნიკით.

სამზარეულოები

რაც შეეხება საძინებელს, დიზაინერმა ფერთა ნეიტრალურ პალიტრას მიმართა, ოქროსფერი და ყვითელი აქცენტებით. კომფორტული საწოლის გარდა, კომფორტული მოსვენებისთვის ფანჯრის რაფაზე წიგნის კითხვისთვის განკუთვნილი ნიშაც მოეწყო.

საძინებელიspalna

თეთრ ფერში გარემონტებულ აბაზანას კი ოქროსფერი აქცენტები მდიდრულ ვიზუალს მატებს.

აბაზანა   ბინის

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

2,717 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს