როგორ განვაახლოთ ინტერიერი საშემოდგომოდ

Spread the love

ზაფხულის ცხელ დღეებს მალე შემოდგომის გრილი პერიოდი ჩაანაცვლებს. დროა ინტერიერის განახლებაზე ვიზრუნოთ, რადგან ახლა უფრო მეტი დროის გატარება მოგვიწევს ოთახში. გადავხედოთ დიზაინერთა რჩევებს, თუ როგორ მოვაწყოთ ინტერიერი საშემოდგომო თემატიკით ისე, რომ მივიღოთ თბილი და მყუდრო ატმოსფერო:
1. რადგან შემოდგომა მისთვის სახასიათო ფერებით გამოირჩევა, განვაახლოთ ინტერიერი თბილი და ნატურალური ფერებით. გამოვიყენოთ ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, ბორდო, ნარინჯისფერი.

autumn-ideas-23-795x530
2. სამზარეულოს დეკორად გამოიყენეთ შემოდგომის მოსავალი – ფერადი ხილი და ბოსტნეული.

autumn-ideas-3-610x819
3. არ ჩამორჩეთ მოდას! წელს დეკორის სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია პრინტები, ამ სეზონზე კი პოპულარულია პრინტი სახის გამოსახულებით, ემოციები, პორტრეტები.

autumn-ideas-21-574x859
4. განაახლეთ ბალიშები და გადასაფარებლები, ასევე ფარდები – ეს თქვენს განწყობას აამაღლებს!

განვაახლოთ ინტერიერი
5. გამოიყენეთ ხე და ფოთლები დეკორად – ელემენტარული კომპოზიცია რადიკალურად შეცვლის თქვენს ინტერიერს.

autumn-ideas-7-610x819
6. უბრალოდ დაკიდეთ შემოდგომის თემატიკის ფოტოები – რაც უფრო დიდი ზომის, მით უკეთესი!

autumn-ideas11-610x411
7. რადგან დღის შუქის ინტენსივობა შემოდგომით იკლებს, ინტერიერს შემატეთ ხელოვნური განათება, მაგალითად, ტორშერების ან მაგიდის სანათების საშუალებით.

განვაახლოთ-ინტერიერი

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

1,609 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს