კედლის დეკორატიული პანელები ინტერიერში

Spread the love

თქვენი სახლის გამორჩეული და ინდივიდუალური სტილის შესაქმნელად ერთ-ერთი მარტივი საშუალება კედლის დეკორატიული პანელების გამოყენებაა. დეკორატიული პანელები როგორც შემადგენელი მასალით, ასევე ვიზუალურად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. განვიხილოთ პანელების რამოდენიმე საოხეობა, მათი ფაქტურა და რეკომენდაციები, თუ რომელ ოთახშია მათი გამოყენება სასურველი.

თაბაშირ-მუყაოს დეკორატიული პანელები

ეს პანელების ყველაზე პოპულარული სახეობაა, მისი ღირებულების გათვალისწინებით.  თაბაშირ-მუყაოსგან დამზადებული პანელები ხელმისაწვდომი და გამძლეა, თუმცა მათი გაკვრა ხშირი მექანიკური ზემოქმედების გარემოში (მაგალითად, ვიწრო კორიდორში), არ არის რეკომენდებული. აღნიშნული მასალა სასურველია მოარიდოთ ნესტს, შესაბამისად, მათი გამოყენება უკეთესია საძნებელში, მისაღებში, კაბინეტში.
პანელები ხშირ შემთხვევაში დიდი, კვადრატული ფორმებით იყიდება, კედელზე მიმაგრების შემდეგ კი სასურველ ფერად იღებება.  პანელებით შეგიძლიათ ოთახის ერთი კედელი, კოლონა, ან კუთხე დაამშვენოთ, ეს საკმარისია სასურველი ეფექტის მისაღებად.

81 3d-paneli-dizajn-ot-prirody-03-1050x700-610x406

9-610x408

ხის პანელები

ამ კატეგორიის პანელებს მიეკუთვნება ბუნებრივი ხისგან, მდფ-ისგან, დსპ-სგან დამზადებული პანელები. მათი ფასი მასალის შესაბამისად, განსხვავდება ერთმანეთისგან. პანელებს სხვადასხვა იერსახე შეიძლება ჰქონდეს: რთული დეკორატიული პროფილები კლასიკური ინტერიერისთვის, ან მარტივი, მინიმალიზმის შესაფერისი ვიზუალური სახე. ხის პანელების გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია კაბინეტებში, ბიბლიოთეკებში, ლოფტის სტილის მისაღებ ოთახებში, მინიმალისტურ და ეკო-დიზაინის სტილის სახლებში.

101-610x391 71-610x476

ქსოვილის ან ტყავის დეკორატიული პანელები

ქსოვილის პანელები რთული მოსავლელია, მაგრამ ძალიან ეფექტურია ინტერიერში. ამ კატეგორიის პანელები ისეთივე პრინციპით იქმნება, როგორც ავეჯი: მყარი საფუძველი, ღრუბელი და ქსოვილი (ან ტყავი) ზედაპირისთვის. პანელების ფორმა და მოცულობა – თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამზადებინოთ. სახლის პირობებში ქსოვილის პანელების გამოყენება რეკომენდებული არის საძინებელში, ტყავის პანელები ასევე წარმატებით გამოიყენება კაბინეტში, მისაღებში.

interior-sophisticated-leather-padded-wall-panel-with-awesome-classic-table-lamp-padded-wall-panels-948x756-610x486 261-610x346 33-610x817

3D პანელები

3 განზომილებიანი პანელები რელიეფური სურათები, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნიან, კედლის ფანტასტიურ ზედაპირს წარმოადგენენ. 3D პანელების შესაძებლობები დიზაინის თვალსაზრისით, უსაზღვროა. ამ კატეგორიის პანელები შეიძლება იყოს მდფ-ის, ბამბუკის, თაბაშირ-მუყაოს, შუშის და ა.შ.

3d23d73d1

მონტაჟის სიმარტივე და პრაქტიკულობა განაპირობებს დეკორატიული პანელების პოპულარობას. გარდა ესთეტიკური სილამაზისა, პანელები უზრუნველყოფენ უკეთეს თბო და ხმაურის იზოლაციას.

3dpanel 3d4

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

3,006 total views, 3 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს