ეიფელის კოშკში დამალული საიდუმლო აპარტამენტი

Spread the love

საფრანგეთის სიმბოლოდ ქცეული ეიფელის კოშკი, რომლის ავტორს, გუსტავ ეიფელს მისი არსებობის ვადად მაქსიმუმ 20 წელი ჰქონდა გათვლილი, დღესაც აოცებს მილიონობით მნახველს და საოცარი მიზიდულობის ძალით იზიდავს უამრავ ტურისტს. თუმცა, ბევრისთვის შესაძლოა სიახლე იყოს ინფორმაცია იმ საიდუმლო ოთახის არსებობის შესახებ, რომელიც კოშკის წვერზე, 285 მეტრის სიმაღლეზეა მოთავსებული.

1889 წელს, პროექტის დასრულების შემდეგ, მისმა ავტორმა და ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა კოშკის მესამე დონეზე, კოშკის წვერთან ახლოს, პატარა აპარტამენტი მოიწყო, რომელიც სადად და მყუდროდ გამოიყურებოდა: კედლებზე თბილი ტონის, ფერადი შპალერი იყო გაკრული და უმეტესად ხის ავეჯი იდგა, ასევე როიალიც, რომელიც მეტ კომფორტს ანიჭებდა ოთახის ატმოსფეროს. იქვე ეიფელს პატარა ლაბორატორიაც ჰქონდა მოწყობილი, სადაც ექსპერიმენტებს ატარებდა. მაშინ, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ „ცაში გამოკიდული ბუდის“ შესახებ, ეიფელმა უამრავი შეთავაზება მიიღო ამ ბინის გაქირავების თხოვნით, თუნდაც ერთი დღით, მაგრამ მან ყველას მკაცრი უარი განუცხადა. 

დღესაც კი, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ეიფელის პატივისცემის ნიშნად, ეს პატარა აპარტამენტი იშვიათად იღება ტურისტებისთვის, სადაც ავეჯისა და ინტერიერის დიდი ნაწილი ისევ იგივეა და საიდანაც პარიზის ყველაზე ლამაზი ხედი იშლება. 

ეიფელის
ეიფელის კოშკში დამალული საიდუმლო აპარტამენტი

gallery-1429805824-vintage-eiffel-tower-apt-2 Gustav-Eiffel-Apartment-Paris-Eiffel-Tower-Vintage-Photographs-2 gallery-1429805650-eiffel-tower-apartment-gustave cq5dam.web.1280.1280

მასალის გამოყენების პირობები:

გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

1,325 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს