ვალენტინობის საჩუქარი საკუთარი ხელით (+ფოტო გაკვეთილი)

Spread the love

მოახლოვდა ვალენტინობის დღესასწაული… უკვე იზრუნეთ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევაზე? როგორც წესი, ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიან რომანტიკული ხასიათის საჩუქრებს, ყვავილებს, ღია ბარათებს, შოკოლადებს და ა.შ. მთავარია, რომ საჩუქარი, რაც არ უნდა სიმბოლური იყოს იგი, თქვენს გრძნობას ორიგინალურად გამოხატავდეს.

თუ გეხერხებათ ნივთების საკუთარი ხელით შექმნა, გთავაზობთ საინტერესო იდეას, თუ როგორ დავამზადოთ გულის ფორმის ვალენტინობის საჩუქარი მარტივად. მოიმარაგეთ საჭირო მასალა და დაამზადეთ შესანიშნავი ნივთი, რომელიც გამოგადგებათ როგორც წმინდა ვალენტინის დღეს საყვარელი ადამიანის გასახარებლად, ასევე ინტერიერის დეკორატიულ ელემენტად. 

საჭირო მასალა:

1. გულის ფორმის ჭურჭელი ან მუყაოს ქაღალდი;
2. წითელი სქელი ქსოვილი;
3. მაკრატელი;
4. წებო.

ნაბიჯი #1: მოიმარჯვეთ გულის ფორმის თეფში, ან მუყაოს ყუთისგან გამოჭრილი გულის ფორმა

ვალენტინობის საჩუქარი

ნაბიჯი #2: გამოჭერით ქსოვილისგან ერთი ზომის წრეები

ვალენტინობის-გული

ნაბიჯი #3: გამოჭრილი წრე გადაკეცეთ ისე, რომ სურათზე ნაჩვენები ფორმა მიიღოთ:

ვალენტინობის გული

ნაბიჯი #4: გადაკეცილი წრეები მჭიდროდ მიაწებეთ გულის ფორმას, ისე რომ სულ გადაფაროთ იგი და საჩუქარიც მზად არის!

ვალენტინობის საჩუქარი გული

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

751 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს