თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი

Spread the love

სტიქიის შედეგად სრულიად განადგურებული ზოოპარკის ტერიტორიაზე თბილისის მერია რეკრეაციული ზონის შექმნას გეგმავს. რაც შეეხება ახალ ზოოპარკს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მისი აშენება კვლავ იგეგმება და დიდი ალბათობით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ზოოპარკის გადატანის იდეა ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ გაჟღერდა და უკვე შემუშავებულია სავარაუდო პროექტიც, რომელიც “Proctor and Matthews”-ის თბილისის ზოოპარკისთვის გამართული საერთაშორისო დიზაინის კონკურსში მიწვეულ წევრებს ეკუთვნით.

პროექტის თანახმად, ზოოპარკი ექვს მსხვილ ცხოველთა კოლექტიურ ზონად დაიყოფა, რომლებსაც მშენებლობის ცალკეული სტრუქტურა ექნება. თითოეული ზონა აგრეთვე ხასიათდება ოთხი ბუნებრივი ელემენტით: წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი – “მსოფლიოს ნედლი ტყეები” (წყალი), “ველური ევროპა” (ჰაერი), “აფრიკული სავანა და აზიური ნაბიჯები” (მიწა) და საბოლოოდ, “ჩრდილოეთ ამერიკა” (იელოუსტოუნის პარკი) და “ავსტრალიური ბუჩქებით დაფარული მიწა” (ცეცხლი). ზოოპარკში იქნება უბარიერო გარემო და შეიქმნება უპრეცედენტო თემატური ლანდშაფტები, რომელიც მნახველს მიანიჭებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს და ამასთან, შეინარჩუნებს ყველა ჯიშის ბინადრისთვის საჭირო გარემოს.

თბილისის ზოოპარკის მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საინტერესო ზოოპარკი მსოფლიოში. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ის შეძლებს წელიწადში 1.5 მილიონი ვიზიტორის მოზიდვას.

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

861 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს