თბილისში 54 სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს და უსაფრთხოების სტანდარტები ყველგან დარღვეული აღმოჩნდა

Spread the love

სამმხრივი მონიტორინგის შედეგად, 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით 54 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და ყველა მათგანში არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54-ვე ობიექტზე გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 10 დღემდე ვადა. 33 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 38 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებული იყო ჯარიმა, ჯამში 992 500 ლარის ოდენობით.

 

ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

 

შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);​არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა;​ შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

 

შემოწმებული ობიექტებია:

 

1. შპს „იქსორი“

 

2. შპს „აქსისი“

 

3. შპს „გიგანტი 94“

 

4. შპს „ლაგი კაპიტალი“

 

5. შპს „ბოსტონ დეველოპმენტი“

 

6. შპს „მს ბილდერი“

 

7. შპს „სონნეტ კონსტრაქშენი“

 

8. შპს „აიჯი დეველოპმენტ ჯორჯია“

 

9. შპს „მეგა კონსტრაქშენი“

 

10. შპს „ბილდინგ კომპანი“

 

11. შპს „ეი თი დეველოპმენტი“

 

12. შპს „ასტორი ჯგუფი“

 

13. შპს „კვ დეველოპმენტი“

 

14. შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ“

 

15. შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ (ორთაჭალა თაუერი)

 

16. იმა „ჩვენი სახლი“

 

17. შპს „ტიბინი დეველოპმენტი“

 

18. შპს „ალიანს თბილისი“

 

19. შპს „ბალავარი“

 

20. შპს „ლექსველი“

 

21. შპს „ბაზიტი“

 

22. შპს „ჯი ემ თი გრუპი“

 

23. შპს „არკო ინვესტი“

 

24. შპს „რაიანი“

 

25. მც „კვადრატი“

 

26. შპს „ალუ“

 

27. შპს „გეო ბილდერსი“

 

28. შპს „ისანი პლიუსი“

 

29. შპს „ვილა“

 

30. შპს „ჯსჯ დეველოპმენტი“

 

31. შპს „არგმშენი“

 

32. შპს „ტრიდე“

 

33. შპს „გოლდენ ქი“

 

34. შპს „კავკასიის პოინტ ჯგუფი“

 

35. შპს „ბეტა ჯგუფი“

 

36. შპს „ჯითი თაუერი“

 

37. შპს „ნიუ ჰორიზონტი“

 

38. შპს „მალტა ფლეგს’

 

39. შპს „ფრეშ ფროფერთის“

 

40. შპს „ბაუ სტარ მს“

 

41. შპს „ოუშენ კაპიტალი“

 

42. შპს „მეგობრობა“

 

43. შპს „ალფა რეზიდენსი“

 

44. შპს „კარკასი“

 

45. შპს „იქს სტილი+“

 

46. შპს „ასტორია“

 

47. შპს „დომუს ვაკის პარკი“

 

48. შპს „კომპანია ჯდჯ“

 

49. შპს „ეიმ ბილდინგ კომპანი“

 

50. შპს „პიტ სტარ“

 

51. ამხანაგობა ჩიტაძის #9

 

52. შპს „აქსისი“

 

53. „ქოზი ჰოუმ თბილისი“

 

54. შპს „ელიტ ჯგუფი“.

 

 

წყარო: 1tv.ge

674 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს