იისფერი საძინებელი – შემატეთ ინტერიერს სითამამე!

Spread the love

საძინებელი ოთახის ფერების შერჩევისას, უმრავლესობა ხელმძღვანელობს წესით, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს მშვიდი, ნეიტრალური, ღია ფერის და ცდილობენ მოერიდონ თამამი და მკვეთრი ფერების გამოყენებას. დიზაინერები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ბევრი ჩვენგანი ნეგატიურად არის განწყობილი ექსპერიმენტებისა და სიახლის ძიების მიმართ.

ისინი, ვინც მეტი სითამამით უდგებიან ინტერიერის ფერის შერჩევას, ყოველთვის მზად არიან რადიკალურად შეცვალონ ოთახის იერი და ზემოთ აღნიშნული შეხედულება ნეიტრალური ფერების მიმართ. შედეგად კი იღებენ განსხვავებულ, ორიგინალურ სივრცეს ფერების წარმატებით შეხამების გზით.

იისფერი იმ ფერთა გამას განეკუთვნება, რომელსაც ხშირად დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. თუმცა, ამაოდ! სრულიად უშიშრად შეგიძლიათ მიმართოთ იისფერს, თუ გაითვალისწინებთ მცირე რჩევებს:

  • რამდენადაც იიფერი მუქი და მდიდარი ფერია, მისი გამოყენება რეკომენდებულია კარგად განათებულ, ფანჯრებიან ოთახში, სადაც კარგად აღწევს დღის შუქი და ბევრი განათების წერტილებია. პატარა ზომის ოთახში სასურველია იისფერის გამოყენება მცირე დოზით და მისი კომბინირება ღია და ნეიტრალურ ფერებთან.
  • იისფერი კარგად ეხამება თეთრს, მაგრამ ფერთა ამ კომბინაციით ცივი იერი რომ არ მიიღოს ოთახმა, უმჯობესია იგი დააბალანსოთ თბილი ტონებით, მაგალითად, ღია კრემისფერით.
  • მოახდინეთ ფერზე აქცენტირება ერთ ან ორ კედელზე, დანარჩენ კედლებზე კი ღია ტონი გამოიყენეთ. ასევე, შეგიძლიათ იისფერი შპალერი მხოლოდ დეკორის სახით გამოიყენოთ.
  • თუ ოთახში იისფერ ავეჯს განათავსებთ, საჭირო აღარ იქნება დამატებით კედლების იისფრად შეღებვა, რათა ოთახი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
  • საკმაოდ დელიკატურია ფარდებისა და ტექსტილის ფერებისა და ფაქტურის შერჩევა, ამიტომ წინასწარ გათვალეთ, როგორ გადასაფარებელს, ბალიშებს, დეკორაციებს და ა.შ. გამოიყენებთ იისფერ ოთახში.
  • თუ ოთახის ზონირებას გეგმავთ, მაგალითად გსურთ სამუშაო ზონის გამოყოფა, გამოიყენეთ იისფერის განსხვავებული ტონები ზონების გამოსაკვეთად.

გახსოვდეთ, იისფერის სწორად გამოყენების შემთხვევაში, საძინებელში  შეგიძლიათ შექმნათ დახვეწილი სტილი, სიმყუდროვე და განტვირთვის ატმოსფერო!

White-Furniture-In-A-Modern-Minimalist-Purple-And-White-Based-Bedroom-Design hy7-700x502 High-Gloss-Bed-with-Modern-Silver-Table-Lamp-for-Exclusive-Bedroom-Decorating-Style purple-bedroom-paint-ideas Modern-Bedroom-Remodelling-Design-with-Accent-Colors-for-Purple-Bedroom-and-White-Pendant-Lighting fioletoviy-v-spalne-07 397 1-5-1R2 bedroom-lovely-purple-bedroom-design-idea-with-sweet-wallpaper-motif-and-white-bookshelves-also-wooden-floor-adorable-bedroom-designs-inspiration-with-beautiful-color-schemes

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

2,105 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს