ინტერიერის დიზაინის 5 ძირითადი ტენდენცია 2016 წელს

Spread the love

2016 წლის ინტერიერის დიზაინი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყურადღება შევაჩეროთ 5 ძირითად ტენდენციაზე, რომელთა გათვალისწინებაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სახლის ინტერიერი მოდას არ ჩამორჩეს.

ტრენდი #1: შემოუშვით ბუნება თქვენს სახლში!

აუცილებელია, რომ თქვენს ინტერიერში ბუნებასთან სიახლოვე იგრძნობოდეს. განსაკუთრებით აქტუალურია მცენარეებით ინტერიერის გაფორმება, ასევე ნატურალური ხის ფასადის, ხის ავეჯისა და ბუნებრივი ტექსტურის გამოყენება იმისათვის, რომ 2016 წელს თქვენი ინტერიერი თანამედროვე ტენდენციებს შეესაბამებოდეს.  

xis-faqturamcenareebi

ტრენდი #2: ხელნაკეთი ნივთები

შეავსეთ თქვენი ინტერიერი ხელნაკეთი ნივთებით! თუ თავად არ გეხერხებათ, შეგიძლიათ ადგილობრივ დიზაინერებს შეუკვეთოთ სასურველი ფორმისა და შინაარსის ნივთი, რომელიც მხოლოდ თქვენთვის დამზადებული და უნიკალური იქნება, რაც კიდევ უფრო ხაზგასმით გამოკვეთავს თქვენს სახიათსა და ინდივიდუალიზმს ინტერიერში. 

handmade

ტრენდი #3: ოქროსფერი მეტალები

გამოიყენეთ თბილი ტონის, ოქროსფერი მეტალის ნივთები, რომელთა მიერ არეკლილი სინათლე დამატებით ნათელ ელფერს შემატებს თქვენს ინტერიერს, ამასთან, გლამურულ იერს მიანიჭებს სახლს. თუმცა, ზომიერების დაცვაც საჭიროა, მოერიდეთ გადამეტებულ ბზინვარებას!

onkani oqrosferi ოქრო

ტრენდი #4: ეთნიკური და გეომეტრიული ელემენტები

ეთნიკური, გეომეტრიული ელემენტები და აღმოსავლური ორნამენტები წელს საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს ინტერიერის დიზაინში. მსგავსი ელემენტების გამოყენებით შეგიძლიათ მყუდრო, კომფორტული და მოდური ატმოსფეროს შექმნა. 

etnikuri-interieri ეთნიკური-ინტერიერი

ტრენდი #5: კომბინირებული მასალები

ინტერიერის დიზაინში 2016 წელს აქტუალურია კონტრასტული სარემონტო მასალების ერთობლივად ან სხვადასხვა ფაქტურის ავეჯის კომბინირებულად გამოყენება. 

ინტერიერის

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

1,257 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს