ინტერიერის დიზაინი: მთავარი ტენდენციები 2017 წელს

Spread the love

ინტერიერის დიზაინი 2017 წელს ბევრი საინტერესო სიახლით გამოირჩევა, განსაკუთრებით დეკორის კუთხით. წლის მთავარ ფერად მწვანე და ამ ფერის გამა დასახელდა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

ინტერიერი: ფერთა შეხამება

მწვანის მუქი სპექტრი, ზურმუხტისფერი და მალაქიტის ფერი ყველაზე აქტუალურია წლევანდელ ინტერიერის დიზაინში. მნიშნვნელობა არ აქვს, ფონისთვის გამოიყენებთ თუ აქცენტად, საჭიროა ზომიერების დაცვა. ამ ფერებს იდეალურად შეეხამება მუქი ხის ფაქტურა. მწვანე ფერი განსაკუთრებით ეფექტური ხდება, როდესაც მას მეტალის ელემენტები და მუქი ფერის ავეჯი ემატება.

trend1

წელს ასევე აქტუალურია ტერაკოტა, რომელიც იდეალურად შეეხამება ნატურალურ მწვანე ფერს და საუკეთესო გადაწყვეტილებაა ამ კომბინაციის გამოყენება სამზარეულოში, აბაზანასა თუ მისაღებ ოთახში. ტერაკოტა ქმნის საოცრად თბილ და მყურდო გარემოს.

ფერები ინტერიერში

მსუბუქი და მარტივი ფორმები

ინტერიერის დიზაინი წელს მარტივი და მსუბუქი ფორმებით გამოირჩევა: კვადტარული, მრგვალი, თუ უბრალოდ სწორხაზოვანი ავეჯი მოდურ, დახვეწილ და ელეგანტურ სტილს მოარგებს თქვენს სახლს.
რაც შეეხება საძინებელს, წელს სასურველია, თუ საწოლი რბილი მასალით იქნება დამზადებული, მაგალითად, ხავერდის ზედაპირით. პოპულარულია მუქი ფერის ავეჯი, რაც ნელ–ნელა ჩაანაცვლებს აქამდე მოთხოვნად ღია ხის ფერს.

დიზაინი

„მეორე სიცოცხლე“

ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება წელს ძალიან აქტუალურია. შეხედეთ განსხვავებული თვალით გამოუყენებელ ნივთებს და შესძინეთ მათ მეორე სიცოცხლე! შეგიძლიათ მიმართოთ ექსპერიმენტებს ხის ტოტებით, მოჭრილი მორებით და ა.შ, რომლითაც ორიგინალური ავეჯის თუ დეკორის დამზადება შეგიძლიათ. იხილეთ ფოტო იდეები

ეროვნული ხელოვნება და ხელნაკეთი ნივთები

ნუ მოახდენთ ეროვნული ხელნაკეთი დეკორატიული ნივთების იგნორირებას, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამედროვე ინტერიერში: ნაქარგი, ნაქსოვი, თექა თუ სხვა ნამუშევრები სახასიათო აქცენტს შემატებენ თქვენს სახლს.

trend13

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

4,044 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს