ინტერიერი მაღალი მოდის მოყვარული ქალბატონებისათვის

Spread the love

გიზიდავთ მაღალი  მოდის სამყარო? ფიქრობთ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ მოდის სახლებისა თუ ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი კოლექციების მიმართ? იცით, რომ თქვენი ეს გატაცება შეგიძლიათ თქვენი სახლის ორიგინალური ინტერიერის თემად აქციოთ? გამოიყენეთ haute-couture შედევრები სახლის დეკორის ელემენტებად და შეიქმენით მოდური ინტერიერი. ამისათვის, გთავაზობთ 10 საუკეთესო მეთოდს ფოტოებთან ერთად:

1. ყველაზე ეკონომიური და მარტივი საშუალება – გააფორმეთ კედლები თქვენი საყვარელი დიზაინერებისა თუ უბრალოდ Style Icon–ებად აღიარებული პიროვნებების ფოტოებითა და სურათებით (მაგალითად, კოკო შანელი, მერლინ მონრო, გრეის კელი, ოდრი ჰეპბერნი და ა.შ.), ეს შეიძლება იყოს პოსტერები შავ–თეთრ რეტრო სტილში, პოპ–არტის სტილში, სეგმენტური სურათები ან უბრალოდ პატარა ფოტოები კომოდზე.

mary_macdonald_office

2. ყველა ქალს უყვარს ლამაზად ჩაცმა და ინდივიდუალური “აუთფიტების” შექმნა. იმისათვის, რომ თქვენი ინტერიერი თქვენს განწყობას შეეფერებოდეს, გააფორმეთ ის სხვადასხვა მოდური ჩაცმულობის ნიმუშებით – მაგალითად კაბების ილუსტრირებული ნახატებით, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი ზომისა და ფაქტურის დააბეჭდინოთ ან დაახატინოთ.

3. აქციეთ თემატური პოსტერები და მოდის ჟურნალების გარეკანი დეკორად! თუ გიყვართ მოდის ჟურნალების თვალიერება და ლამაზი ფოტოების ან საყვარელი სუნამოს სარეკლამო პოსტერების შეგროვება, ნუ შეინახავთ ამ სილამაზეს უჯრაში, მათ საშუალებით შეგიძლიათ მიმზიდველი დეკორაციები შექმნათ!

 

4. შექმენით “ვარკვლავური” სტილის საგარდერობე ოთახი – მოახდინეთ თქვენი საყვარელი ნივთების წარმოჩენა! გააკეთეთ ვიტრინა ან ღია თაროები, სადაც მოთავსებთ ლამაზ ნივთებს, სამკაულებსა და აქსესუარებს.

5. გამოიყენეთ ლამაზი შარფები, რომლებიც შეგიძლიათ ჩარჩოში ჩასვათ ან მათი საშუალებით შუშის ჭურჭელი გაალამაზოთ. ასევე აქციეთ მოდური შლაპები დეკორატიულ ელემენტებად, რაც ინტერიერს გლამურულ იერს მიანიჭებს. 

6. ინტერიერში მანეკენების სილუეტის გამოყენება ხაზს გაუსვამს თქვენს ორიგინალურ ჩანაფიქრს და წარმოაჩენს მოდის სამყაროს მიმართ თქვენს დამოკიდებულებას. მანეკენები გამოდგება ბიჟუტერიისა და აქსესუარების შესანახად და ასეთი კომპოზიცია არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ძალიან მიმზიდველიც არის.

7. შეავსეთ თქვენი ოთახი აქსესუარების მოდური სათავსო–ორგანაიზერებით. მაგალითად, დაკიდეთ მოკლე შავი კაბის სილუეტის ორგანაიზერი სამკაულებისთვის, შარფებისთვის, ჩანთებისა თუ ფეხსაცმელებისთვის.

 

8. თუ ფინანსები საშუალებას მოგცემთ, დაამშვენეთ თქვენი სახლი დიზაინერთა მიერ წარმოებული ბრენდული ავეჯით, ტექსტილით, ბალიშებით, პუფებით და ა.შ.

9. ნებისმიერი ოთახის გამორჩეული შტრიხი იქნება ცნობილი დიზაინერული საკულტო შედევრი – სკამი Mademoiselle, გამჭვირვალე ფეხებითა და Pucci-ის, Moschino–ს ან Missoni–ის პრინტებიანი ქსოვილით.

10. ეცადეთ ინტერიერის ფერი დაუახლოვდეს თქვენი საყვარელი ბრენდის ფერთა სპექტრს, მაგალითად, Tiffany&Co–ს ცისფერისა და თეთრის კომბინაციას (აქვე შეგიძლიათ სიმბოლურად ოდრის ფოტოებიც დაკიდოთ), Hermès–ის ფორთოხლისფერ–შოკოლადისფერ სპექტრს და ა.შ.

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

1,194 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს