კარიმ რაშიდი – “ფერების მეფე”

Spread the love

თანამედროვე მსოფლიოში სახელგანთქმული, “ფერების მეფედ” წოდებული კარიმ რაშიდი (წარმოშობით ეგვიპტელი, დაბ. 1960) ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული ინდუსტრიული დიზაინერია, რომლის ფანტასტიური შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები მსოფლიოს ირგვლივ უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს.

კარიმ რაშიდი მრავალმხრივი ნიჭის ადამიანია, რომელსაც შექმნილი აქვს სახლის, სასტუმროების, რესტორნების თითქმის ყველა მოწყობილობისა თუ ავეჯის დიზაინი. ის არის არქიტექტორი, დეკორატორი, მხატვარი, მოდის დიზაინერი, კითხულობს ლექციებს და არის ასევე DJ. მისი პორტფოლიო მოიცავს 3000-ზე მეტ დიზაინსა და 300 ჯილდოს. მუშაობდა დაახლოებით 40 ქვეყანაში, ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა აუდი, არმანი, კენზო, პრადა, ტომი ჰილფიგერი, ესტე ლაუდერი, ივ სენ ლორანი, სონი, სვაროვსკი, ტოიოტა, გორენიე და ა.შ.

კარიმ რაშიდი გამოირჩევა ჩაცმის საკუთარი, ექსცენტრიული სტილით: ცნობილია, რომ იგი ყოველთვის ატარებს მხოლოდ თეთრ ან ვარდისფერ ტანსაცმელს. ერთად გადავავლოთ თვალი ლეგენდარული კარიმ რაშიდის სიცოცხლით სავსე ფერებისა და ორიგინალური ფორმების სამყაროს.

11082514_1416072585373510_5070558444704017028_n

multiverse-by-karim-rashid modern-innovative-apartment-interiors-karim-rashid-decor-for-2013-inspiration-design1 KAUFMAN2 Kaufman1 karim-rashid-mybrickell-miami-designboom-03 cute-charm-stylish-apartment-interiors-karim-rashid-decor კარიმ-რაშიდი კარიმ რაშიდი 03-karim-rashid-mybrickell-apartment _uploads_2014_03_Beautiful-Decorating-Living-Room-Interior-Design-Concept-by-Karim-Rashid

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

1,346 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს