კერამიკული ფეჩვორქი – მოდური და მიმზიდველი

Spread the love

კერამიკული ფეჩვორქი (patchwork) დეკორატიული ხელოვნების სახეობაა, რაც გულისხმობს ქსოვილის პატარა ნაჭრების გაერთიანებით ერთი დიდი გამოსახულების მიღებას. უკვე დიდი ხანია, ასეთი ტექნიკით შესრულებული ტექსტილი – საბნები, საწოლის გადასაფარებლები, ბალიშები და ა.შ. პოპულარობით სარგებლობს ინტერიერის დიზაინში, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ფეჩვორქის გამოყენებამ მოსაპირკეთებელ მასალებშიც. რამდენადაც დღეისათვის პოპულარობის პიკზეა უნივერსალური და ფუნქციური ინტერიერი ლაკონური ფორმებით, განსხვავებული ფაქტურებითა და მოდური დეტალებით, არჩევანის შეჩერება კერამიკულ ფეჩვორქზე შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. დაათვალიერეთ კერამიკული ფეჩვორქის ნამუშევრები და დარწმუნდებით, რომ ეს არჩევანი ნამდვილად ამართლებს!

ფეჩვორქის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ოთახში, იქნება ეს სამზარეულო, აბაზანა, საძინებელი თუ სხვა. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ფერები და არ გადატვირთოთ ოთახი. შეეცადეთ, ფეჩვორქი ოთახის მთავარ დეკორად აქციოთ და სხვა ზონებში მკვეთრი ფერები აღარ გამოიყენოთ.

ფილების ორნამენტების არჩევისას, ნუ შეიზღუდებით და გამოიყენეთ სხვადასხვა პრინტები. ასევე შეგიძლიათ მკვეთრი ორნამენტების დაბალანსება სადა, მოუხატავი ფილებით. 

კერამიკული ფეჩვორქი – მონოქრომული ფერები

თანამედროვე ინტერიერში განსაკუთრებით პოპულარულია საბაზო ფერთა შეხამებით მიღებული კერამიკული ფეჩვორქი: თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი, კრემისფერი, ცისფერი. ამგვარ ფერთა ვარიაცია უფრო კლასიკური გემოვნების მქონეთ მოსწონთ, რამდენადაც კერამიკული ფეჩვორქი სიმყუდროვეს და სითბოს მატებს მკაცრ, რესპექტაბელურ გარემოს.

ფეჩვორქი  

ორნამენტთა მრავალფეროვნება 

patchwork-kitchenPatchwork-Subway-Tiles-Irelandპეჩვორქი

ფეჩვორქის მრავალფუნქციურობა

კერამიკული ფეჩვორქი არა მხოლოდ კედელზე, არამედ იატაკზე, კიბეებზე და სხვა ზედაპირის მოსაპირკეთებლადაც წარმატებით გამოიყენება.

კერამიკულიფეჩვორქიpatchwork-barკერამიკული-ფეჩვორქი

კერამიკული ფეჩვორქის პატარა და დიდი ფრაგმენტები:

როცა პატარა ფართობზე კეთდება ფეჩვორქი, სასურველია არჩეულ იქნას 10X10 სმ ან 20X20 სმ ზომის ფრაგმენტები, დიდი სივრცის პირობებში კი უფრო დიდი ზომის ფილების გამოყენებაც შეიძლება. 

ფეჩვორქი-3 patcwork-2

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

1,226 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს