სააღდგომო კვერცხების მოხატვა ფოთლების საშუალებით

Spread the love

კვერცხის შეღებვა – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე სააღდგომო ტრადიციაა, ხოლო შეღებვისა და გაფორმების მეთოდები – მრავალფეროვანი. თუ უპირატესობას არ ანიჭებთ ხელოვნურ საღებავებს, გთავაზობთ ნატურალურ საშუალებას იმისათვის, რომ სააღდგომო კვერცხები ლამაზად და ორგინალურად გამოიყურებოდეს. კვერცხების მოხატვა მცენარეების საშუალებით მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია.

კვერცხების მოსახატად დაგჭირდებათ:

  • ბუნებრივი საღებავი (ენდრო, ხახვის ფოთლები და ა.შ. იხ სტატია)
  • ნეილონის წინდა (“კალგოტკა”)
  • სხვადასხვა ფორმის ფოთლები ან ყვავილები

კვერცხების მოხატვა

1. აიღეთ  სასურველი ზომისა და ფორმის ფოთლები: ულამაზესი ფორმები გამოდის ოხრახუშის, გვიმრის, კამის, ალუბლის და მარწყვის ფოთლებით.

სააღდგომო-კვერცხები

2. ფოთლები მჭიდროდ დააფიქსირეთ კვერცხზე წინდის საშუალებით და შეღებეთ

244382

3. შეღებილ კვერცხებს ფრთხილად მოვაცალოთ ფოთლები და კარგად გავაშროთ. შემდეგ ბრწყინვალების მისაცემად, გავაპრიალოთ ზეთში დასველებული ბამბის საშუალებით.

ester_eggs_1

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

898 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს