კუთხის ნიჟარა სამზარეულოში

Spread the love

სამზარეულოს მოწყობის ერთ-ერთი ოპტიმალური გადაწყვეტაა კუთხის ნიჟარის დამონტაჟება, რაც სივრცის დაზოგვის საუკეთესო ხერხია. ყველაზე ხშირად, Г-ფორმის სამზარეულოს ავეჯის შემთხვევაში, კუთხეში თავსდება ნიჟარა, რასაც შემდეგი უპირატესობები გააჩნია:
1. კუთხის ნიჟარა უფრო მეტ სივრცეს ტოვებს სამზარეულოს სამუშაო სივრცისა და სათავსოებისათვის, ვიდრე მაგალითად, ცენტრში მოთავსებული ნიჟარა;
2. ფორმისა და ფერების დიდი არჩევანის წყალობით, მარტივია ინტერირისთვის მისი შეხამება;
3. კუთხის ნიჟარის ქვეშ უფრო დიდი ადგილი რჩება ნაგვის ურნის ან სხვა ნივთების მოსათავსებლად.

რჩევა:
მიუხედავად ფორმისა, აუცილებელია, რომ ნიჟარის სიღრმე 20 სმ. მაინც იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, წყლის შხეფების ყველა მხარეს გაფანტვას თავიდან ვერ აიცილებთ.

ნიჟარის მასალა:

ნიჟარების დასამზადებლად სხვადასხვა მასალას იყენებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ჟანგმედეგი ფოლადი (ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ვარიანტი), ბუნებრივი ან ხელოვნური ქვა (საკმაოდ ძვირად ღირებული), კერამიკა (საკმაოდ მყიფე, მაგრამ ლამაზი). უნიკალური ინტერიერის შექმნის მიზნით, დიზაინერები იყენებენ მინის, ბამბუკის ან ხის ფაქტურის ნიჟარებს, თუმცა მათი დანიშნულება უფრო ვიზუალური სილამაზეა, ვიდრე ექსპლუატაციის მახასიათებლები.

Uglovye_moyki_003 კუთხის ნიჟარა Uglovye_moyki_006 კუთხის-ნიჟარა Uglovye_moyki_009-650x483 სამზარეულოს ნიჟარა Uglovye_moyki_013-650x818 Uglovye_moyki_018 Uglovye_moyki_019-650x487 Uglovye_moyki_020-650x432 Uglovye_moyki_023-650x650 კუთხის ნიჟარა1 კუთხის ნიჟარა 2 Uglovye_moyki_031 Uglovye_moyki_032-650x569 კუთხის-ნიჟარა-3 Uglovye_moyki_038-650x396

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

3,887 total views, 14 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს