მემფისის სტილი ინტერიერში

Spread the love

რევოლუციური გამბედაობითა და კრეატიულობით გამორჩეული „მემფისის“ (Memphis) სტილის მიმართულება დიზაინში პოპულარობის ახალ ეტაპზე გადადის. ისევე, როგორც ბევრი კარგად დავიწყებული ძველი, წარსულში პოპულარული მემფისი კვლავ ცნობადი და სასურველი ხდება.

"მემფისის"

დიზაინმა, რომელსაც მილანში, 80–იან წლებში დაედო სათავე, შემოქმედებით სამყაროში ფაქტიურად გადატრიალება მოახდინა. საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალ მიმართულებას, რომელიც თავისუფალი იყო ექსპერიმენტების შიშისა და სტანდარტული გადაწყვეტილებებისაგან.

გადაავლეთ თვალი მემფისის სტილის ინტერიერის ნიმუშებს და მაშინვე ნათელი გახდება, რომ ნათელი ფერებითა და გრაფიკული პრინტებით გაწყობილი ინტერიერის მთავარი შთაგონების წყაროა კიჩი, არტ–დეკო და პოპ–არტი.

მემფისი

თუ თქვენ ხართ აქტიური, ენერგიული პიროვნება, რომელსაც უყვარს მკვეთრი და არასტანდარტული გადაწყვეტილებები, არ გეშინიათ ექსპერიმენტების, მემფისის სტილი კარგად შეეფერება თქვენს ხასიათს. ის არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას და დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი საკუთარი სივრცე.

%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1_%e1%83%93%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98

რა განასხვავებს მემფისის სტილს დიზაინს სხვა მიმართულებებისგან? პირველ რიგში, გეომეტრიის აქტიური გამოყენება – გეომეტრიული ფორმებით იქმნება ავეჯი, დეკორი, აქსესუარები, კედლის პრინტები. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება სივრცე, მით უკეთესი!

რაც შეეხება ფერებს, ყველაფერი უნდა იყოს ნათელი, მკვეთრი და მხიარული, კონტრასტისთვის კი ემატება შავი ფერი.

%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1_%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98

მემფისის სტილის ინტერიერის გაფორმებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეკორი, რომელიც ხშირად პარადოქსული ფორმებითა და მკვეთრი ფერებით გამოირჩევა. ხშირად გამოიყენება კოლაჟები, კომიქსები, პოპ–არტის სტილის სურათები, კადრები საკულტო ფილმებიდან და პანკ–კულტურის ელემენტებიც კი. დიახ, მემფისში ცოტაოდენი ქაოსი დასაშვებია!

თუ ზომიერებას მიმართავთ, შეგიძლიათ ბევრად მშვიდი ფერები გამოიყენოთ, მახასიათებელი ელემენტები კი მინიმუმამდე შეამციროთ (ავეჯი, დეკორი, ტექსტილი). უცვლელი დარჩება პრინციპი – ფერებისა და ფაქტურის თამაში.

%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98

მემფისის სტილის უპირატესობა, რის გამოც ის დღეს ბევრს მოსწონს, არის ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ყოველთვის საინტერესო იქნება. არ არსებობს საზღვრები და კანონები – ეს ინტერიერი არასოდეს იქნება მოსაწყენი!

multi-colored-shelves-create-a-fun-and-dynamic-kitchen  homes-and-gardens-jake-curtis-photography-yellowtrace-14 memphis-design-camille-walala-london-design-festival-photo-by-little-big-bell1

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

1,912 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს