ორქიდეები ინტერიერში

ორქიდეები

უმშვენიერესი, მრავალფეროვანი, გრაციოზული და სურნელოვანი ორქიდეა (ფალენოფსისი) მაღალი კლასის ინტერიერის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ბუნების ეს უზადო ქმნილება უდავოდ დიდ ელეგანტურობას მატებს ინტერიერს და დიასახლისის კარგ გემოვნებაზეც მიანიშნებს.

სხვადასხვა ფორმისა და ფერის ორქიდეები ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს, იქნება ეს მისაღები ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, აბაზანა თუ სამუშაო კაბინეტი. ამავდროულად, შეგიძლიათ ისეთი ფერის ორქიდეები შეარჩიოთ, ინტერიერის ფერის აქცენტად რომ იქცეს.

ოთახის დაგეგმარებისას, აუცილებლად გამოუყავით პატარა კუთხე ორქიდეას და იგი დიდხანს მოგხიბლავთ თქვენ და თქვენს სტუმრებს თავისი სინაზითა და სილამაზით.

ორქიდეა

ორქიდეები ინტერიერში

ორქიდეების

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს