ოფისის უჩვეულო ვიზუალი მუმბაიში – კვერცხის ფორმის შენობა

Spread the love

ოფისის ეს უჩვეულო ვიზუალი, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს, 21-წ საუკუნის არქიტექტურული ინოვაციაა. მისი მშენებლობა ინდოეთში, მუმბაიში მიმდინარეობს,  რომელიც უახლეს ტექნოლოგიურ მასალებსა და ინტერაქტიულ სქემებს ეფუძნება. მისი არქიტექტორია ჯეიმს ლო, რომლის კონცეპციით, კვერცხი ახალი სიცოცხლის დასაწყისია.

ოფისის 17 სართულიანი შენობა, თავისი დამატებითი ღია სივრცეებით, 33.000 კვ/მ-ზეა განფენილი. აქ დიდი ყურადღება ექცევა სრულყოფილ ეკოლოგიურ გარემოსა და იქ მომუშავეთათვის საუკეთესო პირობების შექმნას. ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელი ხდება თანამშრომელთა ჯანმრთელობის კონტროლი, მაგალითად, წნევის ტემპერატურის, ან წონის კონტროლი, ავტომატურად მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება და საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების ექიმთან გადაგზავნა.

შენობა იყენებს მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდასაქმნელად, ასევე მიმართავს წყლის ფილტრაცია სა და გადამუშავებას ირიგაციის მიზნით. კვერცხის ფორმის ოფისის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. 

ოფისის ფორმა კვერცხი

ოფისის

ოფისი კვერცხი

https://worldarchitecture.org/article-links/egzgf/the-cybertecture-egg-in-india-by-james-law.html 

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს