“ოქროს წესები” ყვავილების მოყვარულთათვის

Spread the love

თუ ოთახის მცენარეებზე ზრუნვა თქვენთვის ახალი გატაცებაა, შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ ყვავილების მოვლის იმ ძირითადი პრინციპების გაცნობაში, რაც მათი ზრდისა და შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

  1. პირველ რიგში, მოიმარაგეთ საჭირო ინვენტარი – დაგჭირდებათ სარწყავი, წყლის გასაფრქვევი, კარგი მიწა, ქოთნები, სადგამები, თხევადი სასუქი, ანტისეპტიკი პარაზიტებთან საბრძოლველად, რბილი ღრუბელი, ძველი ჩანგლები, კოვზები და ა.შ.
  2. სწორად შეარჩიეთ მცენარეები – მცენარე უნდა შეესაბამებოდეს იმ გარემო პირობებს, რომლის შექმნაც თქვენ შეგიძლიათ.
  3. არ დაასხათ მცენარეებს ზედმეტი წყალი – ფესვებს არა მხოლოდ წყალი, არამედ ჰაერიც სჭირდება. ნიადაგში ზედმეტი ტენის მუდმივად არსებობა მცენარეების უმრავლესობისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა.
  4. არ დადოთ მცენარე ღია ფანჯარასა და კარს შორის, სავენტილაციო მილთან ახლოს, ცუდად მორგებულ ჩარჩოებიანი ფანჯრის რაფაზე, ცუდად განათებულ კუთხეში ან ბნელ კორიდორში.
  5. ძალიან სასარგებლოა მიწაში ან დრენაჟში ხის ნახშირის მცირე ნაჭრების ჩალაგება.
  6. შეუქმენით მცენარეებს მშვიდი პირობები – თითქმის ყველა მცენარე ზამთარში უნდა მორწყათ იშვიათად, ნაკლები სასუქი დაუყაროთ და გქონდეთ უფრო დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ვიდრე აქტიური ზრდის პერიოდში.
  7. შექმენით ტენიანი ატმოსფერო – ზამთარში, როდესაც ოთახში გათბობაა ჩართული, ჰაერი შრება, ამიტომ აუცილებლად იზრუნეთ მის დატენიანებაზე.
  8. მცენარის დაავადების შემთხვევაში, დროულად მიიღეთ საჭირო ზომები – პრობლემები გამოცდილ მეყვავილეებსაც ექმნებათ და ახალბედებსაც. მცენარის დაავადების მკურნალობა მის საწყის სტადიაზე იოლია, ხოლო თუ დაზიანება მთელ მცენარეზე გავრცელდა, მას უკვე ვეღარ უშველით.
  9. დროულად მოაშორეთ მცენარეს ჭკნობაშეპარული ყვავილები და ფოთლები. ისინი შეიძლება დაობდეს, ხოლო ობი ჯანსაღ ფოთლებსაც გადაედება.
  10. დააჯგუფეთ მცენარეები – თითქმის ყველა მცენარე უკეთ გამოიყურება და ვითარდება, თუ ჯგუფურად არის დალაგებული.
  11. გადარგვა – 1–2 წლის შემდეგ მცენარეთა უმრავლესობა მომხიბლავობას კარგავს, ამ დროს საჭიროა მცენარე უფრო დიდ ქოთანში გადარგათ.
  12. შეურიგდით ზოგიერთი მცენარის დაკარგვას – ისეთი მცენარეები, როგორიცაა ყოჩივარდა, ქრიზანთემა და სხვ., ხშირად საჩუქრის სახით გამოიყენება და რამდენიმე კვირაში ჭკნება. ეს სახეობები მხოლოდ დროებითი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

kambarines-geles-69132326

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

1,130 total views, 4 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს