როგორ გავზარდოთ ვიზუალურად პატარა სააბაზანო? 8 რჩევა ექსპერტებისგან

Spread the love

პატარა ზომის სააბაზანო ბევრისთვის კარგად ნაცნობი თავსატეხია, როდესაც ბინის მცირე კვადრატულობა არ იძლევა ფართო სანიტარული კვანძის მოწყობის საშუალებას. გარდა იმისა, რომ აბაზანაში უნდა დაეტიოს აუცილებელი სველი წერტილები, მისი მყუდროდ და მაქსიმალურად კომფორტულად მოწყობაც დიდი გამოწვევაა.

დღეს ვისაუბროთ იმ გამოცდილ ხერხებზე, თუ როგორ გავზარდოთ ვიზუალურად სივრცე პატარა აბაზანაში.

1. გამოიყენეთ სარკეები – სარკე პრაქტიკულად აორმაგებს ვიზუალურ სივრცეს. მაგალითად, აირჩიეთ სხვადასხვა ვარიანტებიდან:

  1. დაკიდეთ დიდი ზომის ჩარჩოში ჩასმული სარკე ხელსაბანის თავზე;
  2. შეგიძლიათ 1 მთლიანი კედელი დაფაროთ სარკით;
  3. გამოიყენეთ სარკის ზედაპირი აბაზანის ავეჯზე;
  4. კაფელის დეკორი ჩაანაცვლეთ სარკისებური მოზაიკით და ა.შ.

framed-bathroom-mirrorსააბაზანოBathrooms-wall-mirrors

 

2. ნუ მოერიდებით სათავსოების გაკეთებას – პატარა სივცეშიც შეიძლება სივრცის ისე გამოყენება, რომ ჰიგიენის საშუალებები, საოჯახო ქიმია, კოსმეტიკა და ა.შ. ყველაფერი დატიოთ სააბაზანოში. ყურადღებით გაანალიზეთ არსებული სივრცე და დაფიქრდით, გეყოფათ თუ არ ადგილი ხელსაბანის ტუმბოსთვის, თაროებისთვის, სხვადასხვა სათავსოებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ აბაზანის ავეჯი იყოს მარტივი ფორმის, ღია ფერის, სადა სახელურებით, რომ არ გადაიტვირთოს სივრცე.

2

3. აბაზანა გადაწყვიტეთ ღია ფერებში – რაც უფრო ნათელ ფერებში იქნება ოთახი, მით უფრო მეტი სივრცის შეგრძნება დაგეუფლებათ. შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ ერთი ფერის გამაზე, ან კარგად მოიფიქრეთ ფერადი აქცენტები რა სახით დაამატოთ: მკვეთრი სააბაზანო ფარდა, ხალიჩა, ფერადი პირსახოცი და ა.შ.

3

4. შეარჩიეთ გამჭვირვალე მინა საშხაპე კაბინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაბურულ მინას მოსავლელად უფრო ნაკლები შრომა სჭირდება. გამჭვირვალე მინა უფრო ელეგანტურად გამოიყურება და არ კარგავს სივრცეს.

 

5. სწორად შეარჩიეთ ზედაპირის მოსაპირკეთებელი მასალის (კაფელ–მეტლახის) ზომა – პატარა აბაზანაში მოერიდეთ როგორც ძალიან დიდი ზომის ფილების, ასევე პატარა მოზაიკის გამოყენებას. უმჯობესი იქნება, თუ გამოიყენებთ განსხვავებული ფორმის იატაკის ფილებს, მაგალითად ექვსკუთხედს (ფიჭის ფორმის), კვადრატულს 20х20 სმ ან 30х30 სმ, პატარა მართკუთხედები და ა.შ. პატარა ზომის აბაზანაში დიდი დეკორის გაკეთებაც არ არის რეკომენდებული.

5

 

6. აბაზანის მოსაპირკეთებლად გამოიყენეთ შერეული მასალები – არსებობს სპეციალური საღებავები, რომლებიც გამოიყენება სააბაზანოში. მთავარია სწორად გაანაწილოთ ზონები, სად გააკრავთ კაფელს (ვანა, დუშის ადგილი) და სად – შეღებავთ კედელს (სარკის ან სათავსოების კედელზე). შეგიძლიათ კედლის ნახევარზე გააკრათ კაფელი, ნახევარი კი – შეღებოთ, გემოვნების მიხედვით.

7456888-598x530 8865-590x530

 

7. სწორად აითვისეთ ყველა არსებული ნიშა, სადაც მოცულობის მიხედვით, შეგიძლიათ განათავსოთ საშხაპის ზონა, ღია ან დახურული თაროები, სარეცხის კალათა და სხვა.შეიძინეთ ბევრი აბაზანის აქსესუარი და მარტივი დეკორაციებით გააფორმეთ სივრცე.

8. განათება – სივრცის ვიზუალურ გაფართოებაში დიდ როლს ასრულებს კარგი განათება. ამიტომ, გამოიყენეთ სხვადასხვა განათების წყაროები და შექმენით უფრო ნათელი გარემო.

Ideas-of-a-glass-tub-enclosure-875x583

3,744 total views, 5 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს