“რადიოქალაქი” მუხიანში – პროექტის დეტალები

Spread the love

„რადიოქალაქი“ ინოვაციური პროექტია, რომელსაც თემურ უგულავას ბიზნეს-ჯგუფი განახორციელებს.

„რადიოქალაქის“ პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში კომპანია “ინდუსტრიულმა ქალაქმა“ გაიმარჯვა და ტერიტორია 23.3 მლნ. ლარად შეიძინა.

შპს “ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული, რომლის 100%-იან წილს შპს “სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი, ვალერი ჩეხერიაა.

თავად “სითი ლოფტის” დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა წარმოადგენს. “სითი ლოფტი” ამავდროულად ფლობს “აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის სასტუმრო “სტამბასა” და სხვა ობიექტებს.

„რადიოქალაქის“ აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, პროექტი არსებული კონცეფციის შესაბამისად განახორციელოს. დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა 8 მლნ. დოლარის საინვესტიციო ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

„კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციით, “რადიოქალაქში” უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ

 

წყარო: bm.ge

213 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს