როგორ მოვუაროთ საშხაპე კაბინას? პრაქტიკული რჩევები

Spread the love

იმისათვის, რომ საშხაპე კაბინა დიდხანს გამოიყენოთ, მას რეგულარული და სათანადო მოვლა სჭირდება. საშხაპე კაბინის შუშებს ადვილად ემჩნევა წყლისა და საპნის ლაქები (განსაკუთრებით ხისტი წყლის პირობებში). ამიტომ, გარდა ყოველდღიური მოვლისა, სასურველი რამოდენიმე კვირაში ერთხელ მაინც “გენერალურად” გააპრიალოთ საშხაპე კაბინა სპეციალური საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიანებით უფრო გაგიჭირდებათ ლაქების მოცილება.
ჩვენი რჩევაა, კაბინის გასაწმენდად მხოლოდ საშხაპე კაბინისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები გამოიყენოთ, არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ ქლორით და კაფელისა და მეტლახის საწმენდი საშუალებებით, ასევე არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისები. ქლორის მაღალი შემცველობა დააზიანებს თქვენს კაბინას, დაუკარგავს თავდაპირველ იერს, დატოვებს ლაქებს მის ვერცხლისფერ დეტალებზე და მექანიზმების ჟანგვას გამოიწვევს. სპეციალური საწმენდი საშუალებები ასევე შეიცავენ დამცავ ნივთიერებებს, ამიტომ გაწმენდის შემდეგ კაბინა უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს.
შეგიძლიათ შეიძინოთ რეზინის თავიანი მინის საწმენდი და კაბინის ყოველი გამოყენების შემდეგ მარტივად ჩამოწმინდოთ წვეთები შუშებიდან.

საშხაპე კაბინა

თუ კაბინას რეგულარულად უვლით, სპეციალური სითხითა და ღრუბელით უპრობლემოდ შეგიძლიათ ჩამოწმინდოთ, თუ წყლის კვალი ისევ შესამჩნევი იქნება, ხელახლა შეასხურეთ სითხე და 15–20 წუთის შემდეგ გაწმინდეთ. გაითვალისწინეთ, რომ განსხვავებულ საწმენდ საშუალებას მოითხოვს აკრილის ზედაპირის მოვლა.
პერიოდულად გაპოხეთ საშხაპე კაბინის მექანიზმები, განსაკუთრებით იმ შემთვევაში თუ კარი მოძრავ მექანიზმზეა.

გთავაზობთ ნატურალური საშუალებებით საშხაპე კაბინის გაწმენდის მეთოდებს: სოდა, ლიმნის მჟავა და წყალი შეურიეთ ერთმანეთს, 10 წუთის შემდეგ პულივიზატორის საშუალებით შეასხურეთ კაბინის კედლებს. პროპორციები: 1 ჭიქა თბილი წყალი, 20 გრამი სოდა და 20–30 გრამი ლიმონის მჟავა. გაწმენდის შემდეგ, თქვენი საშხაპე კაბინა იბრწყინებს.
აკრილის ზედაპირის გასაწმენდად ასევე იყენებენ ჩვეულებრივ კბილის პასტას, ხოლო ჟანგის მოსაცლებლად ძმარს (დატოვეთ 20წთ. და შემდეგ ჩამორეცხეთ).
კაბინის კარები ყოველთვის დახურულ მდგომარეობაში იქონიეთ, რომ დაიცვათ იგი ზედმეტი მტვრისგან.

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

1,845 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს