როგორ შევარჩიოთ დივანი – ტყავის ჯობია თუ ქსოვილის?

Spread the love

გადაწყვიტეთ ახალი დივანის შეძენა? მაშინ აუცილებლად დადგებით არჩევანის წინაშე – როგორი ფაქტურის აჯობებს – ტყავის თუ ქსოვილის? რადგან ორივე მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თვალი გადაავლეთ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას. მაშ ასე, ჩამოვთვალოთ თვითოეულის ძირითადი მახასიათებლები და შემდეგ მოიფიქრეთ, რომელი იქნება თქვენი სახლისათვის უკეთესი!

ტყავის სავარძლები

პლიუსები:
»ტყავის დივანი ყოველთვის კლასიკურია, რომელსაც ქსოვილი ვერ ჩაანცვლებს;
»უფრო გამძლეა, ვიდრე ქსოვილი;
»მაღალი ხარისხის ტყავი წყალგამძლეა და ადვილად არ რჩება მასზე ლაქები.

მინუსები:
»დროთა განმავლობაში ტყავი სკდება და ფერსაც იცვლის, თუ ინტენსიური მზის სხივების ქვეშ მოხვდება. ტყავს ასევე აზიანებს სიცხე და ტემპერატურის ცვალებადობა;
»ქიმიური ნივთიერებები (როგორებიცაა მაგალითად, თმის საღებავი, ფრჩხილის ლაქი, მელანი, აცეტონი) აფუჭებს ტყავს და მათი კვალი ბოლომდე კარგად არ იწმინდება;
»საჭიროებს მოვლის სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც მხოლოდ ტყავისთვის არის განკუთვნილი (გამოყენებამდე კარგად გაეცანით ინსტრუქციას!);
»ტყავს ახასიათებს ზამთარში სიცივე და ზაფხულში სიცხე, რაც მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის.

მოვლა:

»ტყავი ძალიან თავისებური და საკმაოდ პრობლემატური მატერიაა, რომელიც ფრთხილ მოპყრობასა და მოვლას ითხოვს. ტყავი უნდა გაიწმინდოს აუცილებლად მშრალი ტილოს საშუალებით. არ გამოიყენოთ ჯაგრისი, რადგან ის მხოლოდ ნაკაწრებს დაგიტოვებთ!
»გამოიყენეთ ტყავის კონდიციონერი წელიწადში 1-2-ჯერ;
»მიმართეთ მხოლოდ ტყავის საწმენდ საშუალებებს;
»რეკომენდირებულია, კვირაში ერთხელ მტვრის ასაღებად გამოიყენოთ საშუალო სიმძლავრეზე დაყენებული მტვერსასრუტი, რათა თავიდან ავიცილოთ ჭუჭყის და მტვრის დაგროვება ტყავში, რაც შემდგომში იწვევს ალერგიასა და ტყავის დაზიანებას.
»ტყავს არ უყვარს გამომშრალი ჰაერი და სიცხე, ამიტომ მოარიდეთ გამათბობლებს. შეეცადეთ, რომ სითბოს წყაროდან მინიმუმ 1.5 – 2 მეტრის მოშორებით დადგათ ტყავის ავეჯი.
»გაფრთხილდით, რომ შინაურმა ცხოველებმა არ დაკაწრონ ავეჯი, რადგან ტყავზე ნაკაწრები რჩება სამუდამოდ.

სავარძლები ქსოვილის ფაქტურით

პლიუსები:
»კლიმატური პირობებისა და სეზონების მიუხედავად, ქსოვილი ყოველთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე ტყავი;
»ქსოვილის მოვლის საშუალებები გაცილებით იაფია;
»ქსოვილი ტენიანობას/ნესტს უკეთ უძლებს, ვიდრე ტყავი.
»ქსოვილი ფერებითა და სტრუქტურით მრავალფეროვანია და შესაბამისად, სავარძლების არჩევანიც გაცილებით დიდია.

მინუსები:
»ქსოვილი უფრო მალე დაზიანდება, ვიდრე ტყავი;
»ადვილად ლაქავდება;
»მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით მალე კარგავს ფერს;
»სინთეტიკური ქსოვილები შეიძლება ნაკლებად კომფორტული იყოს, ვიდრე ნატურალური ქსოვილები, როგორებიცაა მაგალითად ველვეტი ან აბრეშუმი;
»ნატურალური ქსოვილი ნაკლებად მტკიცეა, ვიდრე სინთეთიკური და უფრო მალე ზიანდება.

მოვლა:

»შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტი მტვრის მოსაცილებლად;
»გამოიყენეთ ქსოვილის სპეციალური საწმენდი საშუალებები, ან უბრალოდ სველი ღრუბელი ცოტაოდენ საპონთან ერთად;
»თუ დივანს შალითა ეცვლება, მისი გარეცხვა სარეცხ მანქანაში ადვილად შეგიძლიათ, დივანი კი ყოველთვის სუფთა და იდეალურ ფორმაში იქნება.
»შინაური ცხოველები ქსოვილის სავარძლებსაც ემტერებიან!

ახლა კი, არჩევანი თქვენზეა!

კუთხის დივანი მდიდრული დივანი ტყავის დივანი divan-kreslo misagebi otaxi დივანი-დიდი-ბრიტანეთი

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

1,092 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს