როგორ შევარჩიოთ ჟალუზები?

Spread the love

ფარდა–ჟალუზები ინტერიერში აქტუალობას არ კარგავს – პირიქით, ჟალუზების სახეობები, ფაქტურა და ვიზუალი დინამიურად ფართოვდება და არჩევანის დიდ თავისუფლებას გვანიჭებს. ფარდა–ჟალუზის ფართოდ გავრცელება განაპირობა მისმა იოლმა და პრაქტიკულმა გამოყენებამ, ფერებისა და მასალის ფართო სპექტრმა, ის იდეალურად იცავს ოთახს მზის სხივებისგან, თანამედროვე და მოდურ იერს ანიჭებს ინტერიერს და ადვილია მისი საშუალებით ოთახისთვის განსხვავებული სტილის მორგება. 

ვისაუბროთ ჟალუზების ფუნქციებზე, მასალაზე და თავისებურებებზე, მის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.

ჟალუზების არჩევანი დიდია: არსებობს ვერტიკალური, ჰორიზონტალური, რომაული, იაპონური პანელები, პლისე, როლეტი და ა.შ.

უპირველეს ყოვლისა, დააზუსტეთ ფანჯრის ზომა და ისე მიმართეთ კომპანიას კონსულტაციისათვის! გაითვალისწინეთ, რომ ჟალუზის სიგრძე რამოდენიმე სანტიმეტრით მოკლე უნდა იყოს ფანჯრის ჩარჩოს სიმაღლეზე, რათა მასში კონსტრუქცია კარგად მოთავსდეს.

ხის ჟალუზები

ეს სახეობა ეკოლოგიურად სუფთა და ყველაზე ელეგანტურია ჟალუზებს შორის. იგი ძირითადად გამოიყენება კლასიკურ ინტერიერში, მისაღებში ან საძინებელში. ხის ჟალუზის დასამზადებლად გამოიყენება ყველაზე მსუბუქი ხის მასალა (მაგ. ალუბალი, ცაცხვი) და დაპრესილი ბამბუკი. იგი მზის სხივების ზემოქმედებით არ დეფორმირდება და ტემპერატურის ცვლილებას კარგად უძლებს.
ხის ჟალუზების სველი წმენდა არ არის რეკომენდებული, უმჯობესი იქნება, თუ მშრალ მეთოდს მიმართავთ. იმისათვის, რომ ინტერიერი ვიზუალურად მსუბუქად გამოიყურებოდეს, ხის ჟალუზები თეთრი ან ღია ფერის შეარჩიეთ.

derevyannye-zhalyuzi-komnata

პლასტიკატის ჟალუზები

ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული ტიპია ჟალუზებს შორის. გამოიყენება როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მიმართულებით და შეუძლია მოახდინოს ნებისმიერი მასალისა და ფაქტურის იმიტირება.
მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ოთახში, სააბაზანოშიც კი, რადგან ნესტს კარგად უძლებს. თუმცა, სითბოს ზემოქმედებით, შესაძლოა იგი დეფორმირდეს და ფერი შეიცვალოს.

plastikovye_zhaluzi1

 ქსოვილის ჟალუზები

ქსოვილის ჟალუზები უმეტესად ვერტიკალური მექანიზმით გამოიყენება და განსაკუთრებით პოპულარულია ოფისებსა და ორგანიზაციებში. იგი შეიძლება იყოს ნატურალური ან სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული. მისი მოვლა და გაწმენდა რთული არ არის. რაც უფრო სქელია ჟალუზის ქსოვილი, მით უფრო გამძლეა, თხელი ფაქტურა კი მალე ცვდება და კარგავს სილამაზეს.

013

86

ალუმინის ჟალუზები

მსუბუქი და დრეკადი ჟალუზი, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და ინტერიერს უფრო თანამედროვეს ხდის. ამასთან, შეგიძლიათ ნებისმიერი ფერი შეარჩიოთ. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია, თუმცა ეცადეთ ხშირი ზემოქმედებისგან თავი შეიკავოთ, რადგან ალუმინი ადვილად დეფორმირდება და შეიძლება მალე დაიკაწროს.

zaluzi7-795x530

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

1,602 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს