საბავშვო ოთახი: გასათვალისწინებელი 6 რჩევა

Spread the love

საბავშვო ოთახის ინტერიერზე მუშაობა და მისი რემონტი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მშობლებმა კარგად უნდა მოიფიქრონ და გადაწყვიტონ თითოეული დეტალი – იატაკის საფარიდან დაწყებული – ტექსტილითა და ავეჯით დამთავრებული. მთავარია, რომ ბავშვებს შეუქმნათ ისეთი ფუნქციური, ლამაზი და კომფორტული გარემო, სადაც ისინი განვითარდებიან. ამიტომ, გაითვალისწინეთ ძირითადი რჩევები, რაც საბავშვო ოთახის რემონტისას გამოგადგებათ.

უსაფრთხო გარემო:

არ გამოგრჩეთ ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება, როგორიცაა ელექტრო სადენებისა და ჩამრთველების განლაგება და რაოდენობა. დიდი ყურადღება გაამახვილეთ ელექტრო კომუნიკაციების უსაფრთხოების წესების დაცვაზე, სადენების იზოლაციაზე.

იატაკის, კედლებისა და ჭერის რემონტისას, უპირატესობა მიანიჭეთ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ მასალას.

თუ ხალიჩის დაგებას აპირებთ, აარჩიეთ დაბალბეწვიანი საფარი, რადგან რაც უფრო სქელია ხალიჩა, მით უფრო ღრმად ჩადის მასში მტვერი და მოსავლელადაც რთულია. ხალიჩის მასალა სასურველია ნატურალური (შალი, ბამბა, ბამბუკი) იყოს.

სანათები ჭერთან რაც შეიძლება ახლოს მიამაგრეთ და ეცადეთ საწოლისგან მოშორებით დაკიდოთ. ფარდების არჩევისას, რომაულ ფარდებს მიანიჭეთ უპირატესობა.

contemporary-kids2-795x530

სივრცის გადატვირთვა:

საბავშვო ოთახში ზედმეტი არაფერი არ უნდა იყოს: დიდი გარდერობი, სავარძლები და ა.შ. მხოლოდ თავისუფალ სივრცეს დაგაკარგინებთ, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ ის ავეჯი და ნივთები მოათავსოთ, რაც ასაკის შესაფერისად ესაჭიროებათ ბავშვებს.
ამასთანავე, განსაზღვრეთ ადგილი სათამაშოებისა და წიგნების შესანახად და ნივთების კარგად ორგანიზებასაც მიაქციეთ ყურადღება.
გამოყავით ასევე კუთხე, სადაც პატარა მაგიდას და სკამს მოათავსებთ ხატვის, ძერწვისა და სხვა აქტივობებისათვის.

contemporary-kids1-795x530

ფერთა გამა:

ბავშვის ოთახისთვის ფერების შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვზე და სხვადასხვა ემოციურ ფონს ქმნის. საბავშვო ოთახი უნდა იყოს ნათელი, სასურველია ნეიტრალური და პასტელური ტონების გამოყენება. უკეთესი იქნება, თუ უშუალოდ ბავშვებს ჩართავთ ოთახის გაფორმების პროცესში, მაგალითად, მიეცით მათ საშუალება თვითონ შეარჩიონ ნახატები კედლის დეკორისთვის.

transitional-nursery-2-795x530

სათამაშო სივრცე:

მიეცით ბავშვებს მეტი სივრცე, სადაც ითამაშებენ, დახატავენ, გაერთობიან და განვითარდებიან. ამასთან, სათამაშო კუთხეს, ფართობის მიუხედავად, კარგად ორგანიზება სჭირდება.

modern-kids-3-660x530

ავეჯი:

მასიური და ძვირადღირებული მასალისგან დამზადებული ავეჯი საბავშო ოთახისთვის ნაკლებად შესაფერისია. ამიტომ, არჩევანი შეაჩერეთ მსუბუქ და კომპაქტურ ავეჯზე, რომელსაც მეტი ფუნქციური დატვირთვა იქნება.

contemporary-kids-6-742x530

განათება:

საბავშვო ოთახი კარგად განათებული უნდა იყოს. ამიტომ, მხოლოდ ჭერის სანათებით ნუ შემოიფარგლებით, აუცილებად დაგჭირდებათ სანათები სამუშაო მაგიდისთვის და დეკორატიული სანათები ღამით ბავშვების მშვიდი ძილისთვის.

საბავშვო ოთახი

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

1,422 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს