როგორ მოვაწყოთ საგარდერობე ოთახი მდიდრულად, ზედმეტი ხარჯის გარეშე

Spread the love

10 პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც საგარდერობე ოთახის მოწყობას გეგმავს:

 

1. არჩევანი შეაჩერეთ ოქროსფერ აქცენტებზე – არაფერი ანიჭებს ინტერიერს ლუქს კლასის იერს ისე, როგორც ოქროსფერი!

 

2. შეიტანეთ საგარდერობე ოთახში პუფი და გამოყავით დასაჯდომი სივრცე, რომელიც ფეხსაცმლის ჩასაცმელად გამოგადგებათ და მდიდრულ შტრიხსაც შემატებს ოთახს;

 

 

3. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი სარკეები, როგორც სრული სიმაღლის, ასევე მცირე ზომის – ინტერიერი დეტალებად, რაც მეტი სივრცის ილუზიას შექმნის და ოთახის ორიგინალური დეკორაციაც იქნება;

 

4. ავეჯის სახელურებად შეარჩიეთ განსხვავებული, დეკორატიული დეტალები, რაც თქვენს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას უფრო მეტად გაუსვამს ხაზს;

 

5. გამოიყენეთ ხელოვნური ბეწვი დეკორაციისთვის (მაგალითად ხალიჩა), რაც ძალიან მდიდრული საგარდერობე ოთახის  შთაბეჭდილებას შექმნის;

 

6. გამოიყენეთ ჩამოსხმული დეკორატიული ფორმები კედლის კუთხეებისა და კარადის კიდეების დასამშვენებლად, რაც ერთგვარ ჩარჩოში მოაქცევს  თქვენს გარდერობს;

 

7. შეარჩიეთ ძალიან კარგი განათება, რაც აუცილებელია საგარდერობე ოთახისთვის;

 

8. სწორად შეარჩიეთ საკიდები, ეცადეთ, რომ ყველა ერთნაირი იყოს. საკიდებზე შეგიძლიათ სანიშნებიც მიამაგროთ – ტანსაცმლის ადვილად მოსაძებნად;

 

9. სამკაულებისთვის შეარჩიეთ კარგად ორგანიზებული სათავსო, რათა გაგიადვილდეთ სასურველი აქსესუარის პოვნა;

 

10. გამოიყენეთ თაროების გამჭვირვალე ტიხრები, რაც ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის, ასევე ჩანთების კარგად ორგანიზებაში დაგეხმარებათ!

» თვალი გადაავლეთ საგარდერობე ოთახის რამოდენიმე ნიმუშს:

interior-great-luxury-walk-in-closet-ideas-with-vintage-brown-wooden-closet-shelving-and-rounded-blue-cushion-over-the-crystal-chandeliers-fabulous-luxury-walk-in-closet-pictures furniture-gorgeous-walk-in-closet-ideas-with-white-polished-wardrobe-closet-feat-open-shoes-shelves-as-well-as-open-clothing-rails-design-as-decorate-minimalist-man-room-furnishing-decors-marvelous-wa საგარდერობე-1 dressing-1 საგარდერობე

მასალის გამოყენების პირობები:

გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

2,017 total views, 3 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს