სამზარეულოს კარადები სახელურების გარეშე: დადებითი და უარყოფითი მხარეები

Spread the love

იდეალური სამზარეულო სხვადასხვანაირად გამოიყურება თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ სამზარეულო იდეალურია მაშინ, როდესაც პრაქტიკულობა და მაქსიმალური კომფორტი ერთმანეთს ერწყმის. თუ თქვენთვის მოსახერხებელია სამზარეულოში ბევრი კარადა და ცალკეული სექციები, სადაც სამზარეულოს ტექნიკას, ჭურჭელს და უამრავ ნივთებს შეინახავთ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იმდენივე სახელურით უნდა დააკომპლექტოთ კარადის თითოეული კარი. ალბათ შეგინიშნავთ, როგორ ცვლის სახელური ავეჯის ვიზუალს!
თუ თქვენ სამზარეულოს თანამედროვე ინტერიერი გიზიდავთ, დღეისათვის ერთ–ერთი ყველაზე მოდური ტრენდია კარადები სახელურების გარეშე. ქვემოთ განვიხილოთ, რამდენად გამართლებულია ასეთი გადაწყვეტილება, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს მას.

სამზარეულოს-კარადები

უპირატესობები:

თანამედროვე ვიზუალი

ავეჯი სახელურების გარეშე გამოიყურება თანამედროვედ, მსუბუქად და ესთეტიურად. ზედმეტი დეტალების გარეშე წარმოდგენილი ავეჯი დღესდღეობით უფრო პოპულარულია, ვიდრე დეკორატიული აქსესუარებით დატვირთული კლასიკური სტილი.

გაითვალისწინეთ, რომ პატარა ოთახში, სამზარეულოს კარადები სახელურების გარეშე სივცრეს ვიზუალურად გააფართოებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავეჯის ფასადის ფერი კედლების ფერს ემთხვევა.

კომფორტულობა

თუ სამზარეულოში ხშირად რამოდენიმე საქმის ერთდროულად კეთება გიწევთ, თქვენთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება Push–to–open კარები, რადგან ერთი მსუბუქი შეხებით ისე გააღებთ მას, რომ საქმიანობაში ხელი არ შეგეშლებათ.

135_Mebel2015_7gola-2

ნაკლოვანება:

ავეჯის ზოგიერთი მასალის თავისებურებიდან გამომდინარე, კარადის ფასადზე ხელით რეგულარული შეხების შედეგად შესაძლოა ზედაპირს თითების კვალი ან ლაქები დააჩნდეს. მიუხედავად ამისა, მისი გაწმენდა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ტრადიციული სახელურებიანი კარადების.

სამზარეულოს კარადები

 Push – to – open მექანიზმი

ეს არის კარის გასაღები ფარული მექანიზმი, რომელიც დიდი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს ბაზარზე. იგი საშუალებას იძლევა ხელის მსუბუქი ბიძგით, მარტივად გაიღოს კარი.

P2O_Universal_maxiScharniere-Push-to-open-01_hettich_gallery_440-340

ალტერნატივა:

  • თუ არაპრაქტიკულად გეჩვენებათ სამზარეულოს კარადები სახელურების გარეშე, შეგიძლიათ მცირე ზომის, ფასადის მსგავსი ფერისა და ფაქტურის სახელურების დამაგრება, რომლებიც პრაქტიკულად შეუმჩეველი იქნება და სტილს არ დაარღვევს.
  • სახელურების დამალვის მეორე ვარიანტია კარის ფასადის კიდეებში ჩაღრმავების გაკეთება. ისიც ვიზუალურად შეუმჩნეველი იქნება და სამზარეულოს თანამედროვე სტილს არ დაუკარგავს.

vstroen

 

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

2,343 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს