ამქვეყნიური სამოთხის კუთხე ესპანელი არქიტექტორისგან

Spread the love

არქიტექტორი ამადორ კალაფატ-ბუსკეტსი, წარმოშობით მაიორკიდან, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა, მშობლიური ბუნების სიყვარულმა სამშობლოში დააბრუნა. ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე, სადაც ჰაერი გაჯერებულია როზმარინისა და ზღვის სუნით, მან ამქვეყნიური სამოთხის კუთხე მოიწყო. 

სახლის შესასვლელი და ტერასა:

ჭიშკარიდან აყვავებული ეზო მოჩანს, ქვის თაღებთან – ზეთისხილის ხეები. ეზო სავსეა აყვავებული მცენარეებით, სადაც ულამაზესი ეკო-სტილის ტერასაა მოწყობილი: ქვის კედლებითა და დაწნული სავარძლებით, თვალწარმტაცი ხედით.

21a5a

22a6a

2a  1a

ინტერიერი:

მისაღებში, როგორც ყველგან, მარადიული ზაფხული შეიგრძნობა. ინტერიერში ჭარბობს თბილი ფერები, გამოყენებულია თავისებური დეკორი: ბალიშები რუკების ანაბეჭდებით, სანთლები, პუფები, ყვავილების ვაზები. მისაღებს ფართო ქვის თაღი ჰყოფს სასადილოსგან. მასიური მუხის მაგიდა გარშემორტყმულია დაწნული სკამებით და ოთახს ამშვენებს ელეგანტური რკინის ჭაღი.

7a 8a 10 11a 12a

სამზარეულო – ნათელი, ესპანური ქანთრის სტილში. საძინებელი – კლასიკური, ასევე ნათელი ფერებით. დაწნული ყუთები და ყვავილებით სავსე კალათები, რომლებიც შესანიშნავ სურნელს აფრქვევენ, ყველა ოთახის არტიბუტია. 

13a 15a 17a 20a

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

905 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს