როგორ შევარჩიოთ მასალა აბაზანის ჭერისთვის

Spread the love

პრაქტიკულობა, გამძლეობა და სილამაზე – ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს აბაზანის ჭერის მოსაპირკეთებელი მასალა. ვინაიდან სარემონტო მასალების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, განვიხილოთ რამოდენიმე მათგანის ძირითადი მახასიათებლები და შემდეგ გადაწყვიტეთ, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის მასალა თქვენს მოთხოვნებს.

⇒ გასაჭიმი ჭერი:

მასალის ეს სახეობა უზრუნველყოფს ჭერის იდეალურად სწორ ზედაპირს, კარგად ფარავს ჭერის არათანაბარ ბაზისს, სხვადასხვა დეფექტებსა თუ ელექტროკომუნიკაციებს. მისი მონტაჟი დიდ დროს არ წაგართმევთ, მოსავლელად მარტივია, თუმცა მისი დაზიანებაც ადვილია, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ზედა სართულიდან მოხდა წყლის ნაკადის ჩამოშვება, გასაჭიმი ჭერი მაქსიმალურად შეაკავებს მას.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, გასაჭიმი ჭერის მწარმოებლები მუდმივად ზრუნავენ ხარისხის სრულყოფაზე, მზა მასალის ღირებულება კი, ამ სფეროში არსებული დიდი კონკურენციის ფონზე, თანდათან მცირდება. 

სამშენებლო მასალების

⇒ თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი:

შეკიდული ჭერის კონსტრუქციაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დაიფაროს ჭერის საბაზისო ნაკლოვანებები და ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ელექტროკომუნიკაციები თუ ვენტილაციის სისტემა. თუმცა, თუ ხარისხიან და ნესტგამძლე თაბაშირ-მუყაოს მასალას არ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ კონსტრუქცია დროის განმავლობაში დეფორმირდება და მოსავლელადაც არ არის მარტივი.

შეკიდული_ჭერი

⇒ პლასტიკატი:

პლასტიკატის ჭერის საფარი ძალიან პრაქტიკული და საიმედოა, თანაც ყველაზე ხელმისაწვდომი ფასის გათვალისწინებით. პლასტიკატის ზომების, ფერებისა და ფაქტურის არჩევანიც ძალიან დიდია, ამასთანავე, ნესტგამძლეა და საკმაოდ ადვილად იწმინდება. სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პლასტიკატის მასალა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჭერი აბაზანაში

⇒ საღებავი:

თუ აბაზანის ჭერის ზედაპირი მოსწორებულია, თქვენ კი მისი გაფორმების მარტივ და დაბალ ბიუჯეტიან საშუალებას ეძებთ, უბრალოდ შეღებეთ იგი! ყურადღებით შეარჩიეთ საღებავი, რომ ის ნესტგამძლე იყოს და ტემპერატურის ცვლილებას უძლებდეს.

f9af35db73257fd6f7efab0c94a2c9fb

⇒ კერამიკული ფილები:

ჭერის მოსაპირკეთებლად ზოგ შემთხვევაში კერამიკულ ფილებსაც იყენებენ. თუმცა, ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა: საჭიროა იდეალურად მოსწორებული ჭერის ზედაპირი, იდეალური პროპორციების კერამიკული ფილები და საუკეთესო გამოცდილების მქონე ხელოსნები, რომლებიც თავს გაართმევენ ურთულეს სამუშაოს.

ca3f0d8b8d99c0f7f34d91729899d727

⇒ ხე:

აბაზანაში ნატურალური ხის მასალაც წარმატებით გამოიყენება, თუმცა ის საკმაოდ ძვირადღირებულია. ამასთან, მაღალი ტენიანობის პირობებში, ნებისმიერი ხის მასალა ჭერის საფარად არ გამოდგება. სასურველია მაგალითად, მუხის ან წითელის ხის (მაჰაგონის) პანელების გამოყენება, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ზეთოვანი ნივთიერებები ნესტს აკავებს და კარგად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს.

სარემონტო მასალების

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

3,690 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს