როგორ ვაქციოთ საძინებელი უფრო მყუდროდ?

Spread the love

საძინებელი ოთახის სიმყუდროვის შექმნა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა მისი წარმატებით გადაჭრა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. იმისათვის, რომ მეტი კომფორტი შესძინოთ საძინებელს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

1. დაამატეთ საწოლს მეტი ბალიშები (სხვადასხვა ზომისა და ფერის), ასევე ფუმფულა გადასაფარებელი, სასურველია გრაფიკული პრინტებით, ან ოთახის სივრცის კონტრასტულ ფერებში, რაც მას კონტურულად გამოკვეთს.

2. ოთახს დაამატეთ განათება! შეგიძლიათ აირჩიოთ მაგიდის ლამპები ან მიმართული სანათები, ჭერის დამატებითი ნათურები, ტორშერები ან თუნდაც დეკორატიული LED ნათურები.

3. დაამატეთ პოსტერები და გრაფიკული პრინტები კედელს თქვენი საწოლის უკან! უკეთესი იქნება, თუ მათი ფერები საწოლის გადასაფარებლისა და ბალიშების ფერებთან თანხვედრაში იქნება.

საძინებელი რომ მყუდრო გამოვიდეს, დაიცავით ზომიერება და ნუ გადატვირთავთ ზედმეტი აქსესუარებით!

საძინებელი

საწოლი

საძინებელი

საწოლი

ნათელი

საწოლი2

სამეფო

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს