საძინებელი სკანდინავიურ სტილში

Spread the love

საძინებელი სკანდინავიურ სტილში საკუთარი თავისებურებებით ხასიათდება. თუ ამ სტატიამ თქვენი ყურადღება მიიპყრო, ესე იგი, ნათელი და მსუბუქი ინტერიერის შექმნა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
აღსანიშნავია, რომ სკანდინავიური ინტერიერი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ნაკლებად გადატვირთული ოთახები, რომელსაც ავეჯის ნაცვლად უფრო მეტად სინათლე ავსებს, განსაკუთრებით მოთხოვნადია მცირე ფართობის ბინებში.

scan_bedroom

სინათლე და სიმსუბუქე

სკანდინავიური დიზაინის უმთავრესი მახასიათებელი არის თეთრი ფერი, ამიტომ, სკანდინავიური საძნებლის მოწყობისას, თეთრი ფერი უხვად გამოიყენეთ: კედლებზე, ჭერზე, სურვილის შემთხვევაში, იატაკის საფარზეც კი. ავეჯი და ტექსტილიც თუ თეთრი იქნება, უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
ვინაიდან სკანდინავიურ ქვეყნებში დღის სინათლის ნაკლებობას განიცდიან, ფანჯრებზე სქელი ფარდების დაკიდება არ არის მიღებული. ამიტომ, თუ ფარდებზე უარს ვერ ამბობთ, მაშინ გამოიყენეთ თხელი, გამჭვირვალე ფარდები ან ფუნქციური რომაული ფარდები, რათა მეტი შუქი შემატოთ სივრცეს.

skandinaviuri

სიმარტივე

სკანდინავიურ საძინებელში ზედმეტი ავეჯისა და გამოუყენებელი ნივთების ადგილი არ არის, აქ უნდა იგრძნობოდეს დიდი და თავისუფალი სივრცე. დადგით მხოლოდ ყველაზე აუცილებელი და ამასთან, ფუნქციური ავეჯი (მაგლითად, საწოლი სათავსოთი).

sadzinebeli

გამოყენებული მასალები

სკანდინავიურ საძინებელში კედლებსა და ჭერს უბრალოდ ღებავენ თეთრად ან ღია, ნათელ ტონებად. იატაკის საფარზე გამოიყენება ღია ფერის ხის მასალა, ავეჯიც სასურველია ნატურალური ხის ფერი ან თეთრად შეღებილი იყოს. არ დაგავიწყდეთ რბილი, სასიამოვნო ფაქტურის ტექსტილის გამოყენება (ბალიშები, გადასაფარებელი), რომელიც თბილი და მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

საძინებელი-სკანდინავიური

განათების წყაროები

სკანდინავიური დიზაინი მოითხოვს რაც შეიძლება მეტ სინათლეს, ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ განათების სხვადასხვა წყაროების გამოყენებაზე. საძინებელის ჭაღი შეარჩიეთ სადა, მსუბუქი ფორმის; ხშირად იყენებენ მრგვალ, ცილინდრულ ან კონუსის ფორმებს, რომელიც ოთახში სინათლეს თანაბრად ანაწილებს. გარდა ამისა, აუცილებლად დაამაგრეთ ბრები ან ლამპები საწოლთან.

საძინებელი-სკანდინავიურ-სტილშ

ავეჯი

სკანდინავიურ საძინებელში გარდერობი როგორც წესი, არ დგას. მის ნაცვლად ხშირად გამოიყენება ღია საკიდები და თაროები. ხოლო საწოლი უმეტესად დიდი ზომის, შედარებით მაღალი თავით გამოირჩევა.

sadzinebeli-skandinaviur

კონტრასტული ელემენტები

და მაინც, მიუხედავად თეთრი ფერის სიჭარბისა, სკანდინავიურ ინტერიერს ძალიან უხდება კონტრასტული ფერის დეტალები. სასურველია შავი და თეთრი ელემენტების, წითლისა და მწვანის, ყვითლისა და სხვა თბილი ტონების გამოყენება დეკორატიულ აქცენტებად. მაგალითად: გამოიყენეთ შავ-თეთრი ჩარჩოები ფოტოებისთვის, ცოცხალი ოთახის მცენარეები, ფერადი აქსესუარები.

 scandinavian

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

2,102 total views, 3 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს