სახლი ნიჟარა მექსიკაში

Spread the love

სახლი ნიჟარა Conch Shell House მექსიკის ერთ-ერთ კუნძულ, ისლა მუერესზე მდებარე არაორდინალური კერძო საცხოვრებელია, რომელიც ეკუთვნის ცნობილ მექსიკელ მხატვარს, ოქტავიო ოკამპოს. სახლის მშენებლობაში მას ეხმარებოდა არქიტექტორი ძმა, ედუარდო ოკამპო. ეს შენობა მთელს კარიბის აუზის სანაპიროზე ყველაზე ლამაზ და ორიგინალურ ნაგებობად ითვლება. 

სახლში შესვლისას საოცარ, ზღვის თემატიკის ატმოსფეროში ხვდებით. სახლის მთავარი ოთახი მრგვალი ფორმისაა და კუთხეები მინიმუმამდე არის შემცირებული. აივნიდან შესანიშნავი ხედი იშლება კარიბის ზღვაზე. მთელი სახლი გაწყობილია სანაპიროზე შეგროვილი ზღვის ნიჟარებით. მას გააჩნია ასევე დიდი აუზი, რომელიც გარშემორტყმულია პალმებითა და ტროპიკული მცენარეებით. მიუხედავად თავისი უნიკალურობისა, შენობა აგებულია ჩვეულებრივი ბეტონისა და მეორადი მასალებისგან.

სხვათაშორის, სახლი ნიჟარის დაქირავება მსურველებს ყოველთვის შეუძლიათ, დღე-ღამეში საშუალოდ 200$-ად. 

saxli-nijaraსახლი ნიჟარასახლი-ნიჟარასახლი-ნიჟარა-მექსიკაში

Conch-Shell-House saxli-nijara1 saxli-niJara-abazana სახლი-ნიჟარა-საძინებელი

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

961 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს