სკანდინავიური დიზაინი – როგორ მოვაწყოთ სახლი?

Spread the love

სკანდინავიური დიზაინი მსოფლიოში პოპულარული ტრენდია, რომელსაც სულ უფრო ხშირად ირჩევენ დიზაინერები. მისი ძირითადი შტრიხებია თეთრი, ნათელი ოთახები, შეღებილი კედლები, ნატურალური ხის იატაკი და ავეჯი, ორიგინალური კედლის დეკორები ან შავ–თეთრი პოსტერები, ფერადი ტექსტილი, მინიმალიზმი დიზაინში. როგორ მოვაწყოთ სახლი სკანდინავიური დიზაინით? ეს არც ისე რთულია, მთავარია დავიცვათ ფერთა ბალანსი!

სკანდინავიური დიზაინი მინიმალიზმიდან მომდინარეობს: მისი მთავარი პრინციპებია სიმარტივე და ნათელი ფერები, ორგანულ მასალებზე ფოკუსირება და ფუნქციური დატვირთვა. შედეგად ვიღებთ ღია, თანამედროვე სივრცეს. თუ მკვეთრი აქცენტები, გეომეტრიული ფორმები და სიმსუბუქე გიზიდავთ, სკანდინავიური დიზაინი თქვენთვისაა!

სკანდინავიური დიზაინი: პრაქტიკული რჩევები

1) ფერები – გამოიყენეთ თეთრი ფერი ჭერიდან იატაკამდე (ან სხვა ნეიტრალური ფერი), იატაკისთვის კი მიმართეთ ხის მასალას ან ხის ფერ მოპირკეთებას. ნათელი ფერები ოთახს ვიზუალურ სიმსუბუქეს ანიჭებს და ქმნის ღია სივრცის შეგრძნებას. რაც შეეხება ავეჯს, გამოიყენეთ შედარებით მუქი, ნეიტრალური ფერები, მაგალითად ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი ან კრემისფერი. ტექსტილი კი გარემოსთან კონტრასტულ ფერებში გადაწყვიტეთ.

2) ბუნებრივი მასალა – ყველა გამოყენებული მასალა სასურველია იყოს ორგანული – ნატურალური ხე – იქნება ეს იატაკი, კედლები თუ აქსესუარები. მრავალფეროვნებისთვის გამოიყენეთ ტყავი, მეტალი, ბუნებრივი ქსოვილები (ტილო და კოტონი). სკანდინავიურ დიზაინში შპალერს არ მიმართავენ, ამიტომ შეღებეთ კედლები ნეიტრალურ ფერებში!

3) დეკორი – სკანდინავიური ინტერიერი, ერთი შეხედვით მოსაწყენი რომ არ იყოს, დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ ნათელი ფერების დეკორატიულ ნივთებს, ჭურჭელს, ფერად ბალიშებს, ხალიჩებს და კედლის დეკორებს. შეგიძლიათ კედლები გააფორმოთ შავ–თეთრი ფოტოებით ან თანამედროვე ნახატებით/პოსტერებით მინიმალისტურ სტილში. გამოიყენეთ ხის ფიგურები და მეტალის დეკორატიული ნივთები, რაც სკანდინავიურ ინტერიერს მეტ ხიბლს მატებს!

4) განათება – უპირველეს ყოვლისა, ნუ გადატვირთავთ ფანჯრებს ფარდებით და ეცადეთ, ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე აღწევდეს. სარკეები ოთახში – განსაკუთრებით ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს კედელზე – აირეკლავს დღის შუქს და მეტ სინათლეს შემატებს ოთახს.

თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყობს სკანდინავიურ დიზაინში გამოყენებული სანათი საშუალებები, რომლებიც სასურველია იყოს ინდუსტრიული სტილის, ანუ მეტალის დეტალებით, ფოლადის აქცენტებით, მარტივი ნათურებით გაწყობილი.

white2 qwe tumblr_nin51u0Vp51u8h9oro5_1280 Scandinavian-Design20 Scandinavian-apartment-in-Murmansk-12 scandinavian-style-kitchenjpg_original main-scandanavian-design-ideas interer-v-skandinavskom-stile_1 grey-and-red-design სკანდინავიური დიზაინი სკანდინავიური-დიზაინი 10

 

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

496 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს