სტუდიოს დიზაინი 40კვ/მ-ზე: პრაქტიკული მაგალითი

Spread the love

იმისათვის, რომ მცირე ფართობის ბინა მოხერხებულად დაგეგმოთ და შემდეგ კომფორტულად მოაწყოთ, თვითოეულ დეტალზე უნდა მოახდინოთ კონცენტრირება. ვისაც თეორიაზე მეტად პრაქტიკული მაგალითები გაინტერესებთ, გთავაზობთ 40 კვ.მ სტუდიოს კონკრეტულ პროექტს.

ახალგაზრდა წყვილისთვის განკუთვნილი ეს სტუდიო აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს: კომფორტი, მსუბუქი ინტერიერი, თანამედროვე დიზაინი, იზოლირებული საძინებელი და სამუშაო მაგიდა ორი ადამიანისთვის.

უპირველესად, ბინა დაიყო რამოდენიმე ფუნქციურ ზონად – მისაღები, სამზარეულო და სასადილო, საძინებელი, სამუშაო ზონა და საგარდერობე შემოსასვლელში. მაქსიმალური კომფორტისა და მეტი სათავსოებისათვის ბინის ერთ ნაწილში გაკეთდა შემაღლებული ზონა.

784cf410d03ca096c31b48407fb424b2

სამზარეულოს კედელზე როგორც დეკორატიული, ასევე პრაქტიკული დანიშნულებით, მწვანილებისა და სანელებლების დაფა მოთავსდა.

INT2_interiorTR4

სასადილო ზონაში კი დაიდგა მრგვალი მაგიდა და Eames Design-ის ცნობილი სკამები.

INT2_interiorTR5

თანამედროვე დიზაინის სამზარეულოში, რომლის კედელსაც ძალიან ეფექტური გრაფიკული პრინტი ამშვენებს, მაღალ მაცივარს ვერ შეამჩნევთ. დიზაინერების საინტერესო გადაწყვეტილებით, ქვედა კარადებში ჩამონტაჟდა ჩასაშენებელი მაცივარი და საყინულე.

საძნებელი და სამუშაო ზონა საინტერესოდ მოეწყო შემაღლებულ ზონაში. იატაკის ქვეშ არსებული სათავსოები თეთრეულისა და ბალიშების შესანახად დაიგეგმა.

 INT2_interiorTR3

სააბაზანოს გვერდით, მინი სამრეცხაოს მოთავსებაც გახდა შესაძლებელი კარგად დაგეგმილი პროექტის წყალობით.

INT2_interiorTR7

დახურულ აივანზე გაკეთდა ბარის ზონა დასვენებისა და განტვირთვისათვის.

INT2_interiorTR6

სტუდიოს დიზაინი სკანდინავიურია, ნათელი ფერების წყალობით, სივრცე უფრო ფართო და მსუბუქი ჩანს.

სტუდიოს დიზაინი ეკუთვნის int2architecture-ს.

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

940 total views, 3 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს