სტუდიოს მოწყობა 53 კვ.მ–ზე

Spread the love

ბოლო პერიოდში, შეიმჩნევა სტუდიოს ტიპის ბინების მომრავლების ტენდენცია, რაც საცხოვრებელი ფართის რაციონალურად გამოყენების სურვილს უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბინის ფართობი საკმაოდ მცირეა. გთავაზობთ 1 ოთახიანი, 53 კვ.მ. ფართის ბინის გადაკეთების ნიმუშს, რომელიც აერთიანებს იზოლირებულ საძინებელს, საგარდერობეს, კომპაქტურ სამუშაო და სპორტულ კუთხეს, ბარით გამოყოფილ სამზარეულო/სასადილო ოთახს და კომფორტული ინტერიერის ბევრ სხვა ნიუანსს.

ჰოლი (6.4 კვ.მ):

აქ ზედმეტი არაფერია – ჰოლის ფართობის შემცირების ხარჯზე, გაკეთდა საგარდერობე (3.5  კვ.მ) ოთახი რელსებზე მოძრავი სარკეებიანი კარით.

1-89-1600x1200 2-90-1600x1200

67411b6a16ede77b9983210d1daba358f822433e

მისაღები (11.5 კვ.მ):

თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ბინაში ყველა კუთხეს ინდივიდუალური სახე აქვს. ლონდონის პანორამული ფოტოშპალერით გაფორმებული ჰოლი გადატიხრულია წიგნების კარადა–ტუმბოთი, რომელიც განათებული მინის კედლით უერთდება ჭერს. კარადის მიღმა მოთავსებულია კომპაქტური დივანი, მოპირდაპირე ქვის ფასადიან კედელზე კი ტელევიზორია მიმაგრებული, რომლის თავზეც, ჭერში, ჩამონტაჟებულია კონდენციონერი.

15ef43115b7ca6b58e9440da61adfea94b76b480 72d4c4b4c275378cd514de1f42dd21a84b2eb1ef

საძინებელი (10.3 კვ.მ):

რელსზე მოძრავი კარით გამოყოფილია საძინებელი, რომელიც გათვლილია ახალგაზრდა ოჯახისთვის. 

file3095454761 95ed7c64e8d74c1200a6760961797356bf53672c

სამზარეულო (10.6 კვ.მ):

აქ შენარჩნებულია ძირითადი დეკორატიული შტრიხი – ქვის ფასადი და ქალაქის ხედები. თეთრ–შოკოლადისფერ ტონებში გადაწყვეტილი სამზარეულო ბარით, მსუბუქ და თანამედროვე იერს ანიჭებს სივრცეს. დიდი დატვირთვა მოდის ასევე განათების საშუალებებზე.

8-96-1600x1200 14-102-1600x1200 16-104-1600x1200 072d5244dd283c044f173fbdaab1f83451f4499b (1)

სამუშაო კუთხე (4 კვ.მ):

სამზარეულოსგან მცირედით გამოყოფილ ნაწილში, პატარა სამუშაო კუთხის მოწყობაც მოხერხდა და ადგილი სპორტული ინვენტარის მოსათავსებლადაც დარჩა. არსებული კარი გადის პატარა აივანზე, რომელიც 1,5 კვ.მ–ს არ აღემატება. 

60ac6ada8fe725fd5a5b6f2fd379e391342887c2 3828bb371e82b46f26d001080bf0e03d99c734fd

აბაზანა და ტუალეტი (3.1 და 1.9 კვ.მ):

აბაზანა–ტუალეტი გადაწყვეტილია ასევე თეთრ–შოკოლადისფერ ტონებში, კარგი განათებით, კომპაქტური ავეჯითა და მოხერხებული სათავსოებით. 

fdfdaed81a1536843e9d516e836981d3f291e1c7 612b4afc8121cad9017449ca2ebfc9c44155f94a

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

9,062 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს