ფარდები – პრაქტიკული რჩევები გასაფორმებლად

ფარდები – პრაქტიკული რჩევები გასაფორმებლად

რემონტის სრულყოფის ფინალური აკორდები დეკორატორებს ეკუთვნით. სწორედ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათს შეიძენს დასრულებული საცხოვრებელი. ინტერიერში მნიშვნელოვანი დატვირთვა მოდის ტექსტილზე, განსაკუთრებით – ფარდებზე, რომელთა დეკორირებით შეგიძლიათ გამოხატოთ სტილის თქვენეული აღქმა. გთავაზობთ რამოდენიმე პრაქტიკულ რჩევას დეკორატორებისგან, თუ როგორ გავაფორმოთ ფარდები არატრადიციული ფორმით.

შეარჩიეთ კონტრასტული ფერისა და ფაქტურის ფარდები (დღისა და ღამის) – ეს არა მხოლოდ ლამაზია, არამედ პრაქტიკულიც.

ფარდები

შეღებეთ ფარდის საკიდი – ფერადი ფარდის საკიდები ხშირი მოვლენა არ გახლავთ, ამიტომ თავად შეგიძლიათ მისცეთ სასურველი ფერი მათ. ეცადეთ, რომ ფარდასა და საკიდს შორის ფერთა კონტრასტი მკვეთრი იყოს.

ფარდები

აქცენტირება მოახდინეთ ფარდის სამაგრებზე – გამოიყენეთ სპეციალური დეკორატიული ელემენტები, იქნება ეს პლასტმასის, ტყავის, ხის, ქსოვლის თუ სხვა მასალის, რომელთა მრავალფეროვანი არჩევანი მზა სახით იყიდება ფარდების სალონებში და სპეციალიზებულ მაღაზიებში. თუ ფარდის სამაგრებს არა შუაში, არამედ ჭერთან ახლოს დაამაგრებთ, ეს ხაზს გაუსვამს ჭერის სიმაღლეს (ან შექმნის სიმაღლის ვიზუალურ ეფექტს) .

Picture 13893

შეარჩიეთ განსხვავებული ფარდის აქსესუარები – ფარდების სალონში ყოველთვის მოიძებნება სპეციალური დეკორატიული აქსესუარები ფარდებისთვის, რომლებიც თქვენს ფანჯრებს ორიგინალურ სილამაზეს შესძენს.

farda

შექმენით ჰორიზონტალური ზოლები – ამისათვის რამოდენიმე სასურველი ფერის ქსოვილის შერჩევა და კარგი მკერავი დაგჭირდებათ! პროპორციები და ზოლების განლაგება თავად შეარჩიეთ.

fardebi

ფარდები

ფარდის საკიდზე გამოიყენეთ ლამბრეკენი – ამ სტილს ხშირად შეხვდებით ამერიკულ და ინგლისური სტილის სახლებში. ლამბრეკენი ადვილად იხსნება და ირეცხება.

%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98

ფარდები

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს