2015 წლის ყველაზე მოდური ფერების პალიტრა ინტერიერში

ფერადი დიზაინის საერთაშორისო ცენტრის AkzoNobel–ის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ყოველწლიურად განსაზღვრავს მომდევნო წლის მთავარ ფერს, 2015 წლის ფერი და ფერთა გამა დაასახელა – ფორთოხლისფერ–სპილენძისფერი, ვარდისფერი ვარიაციებით. წელს ინტერიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოქროსფერი ჩრდილები.

ფორთოხლისფერ–სპილენძისფერი ძალიან საინტერესო ფერია, რომელიც კარგად ეხამება ნეიტრალურ, პასტელურ ფერებს, ასევე თეთრს, ნარინჯისფერს. თბილი ფერების ეს პალიტრა ინტერიერს სიმყუდროვეს, სითბოს და კომფორტს მატებს.

კიდევ ერთ მოდური გადაწყვეტა ინტერიერში არის ერთმანეთთან ახლოს მყოფი ფერების სპექტრის შეხამება, რაც მთლიანობაში შექმნის მდიდარ ტექსტურას, ფერებისა და ჩრდილების უნიკალურ თამაშს.

ფერი ფერების პალიტრა

ფერები ინტერიერში

ფერების პალიტრა

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს