ქაღალდის ყვავილების დამზადება : ფოტო გაკვეთილი

Spread the love

გთავაზობთ ფერადი და მხიარული ქაღალდის ყვავილების დამზადების ფოტო გაკვეთილს, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით საგაზაფხულო განწყობას! გოფრირებული ქაღალდისგან შექმნილი ეს უმშვენიერესი პომპონები გაგიხალისებთ ინტერიერს, გამოდგება სახალისო დეკორად და ნებისმიერი დღესასწაულის გასაფაორმებლად! რაც მთავარია, მისი გაკეთება საკუთარი ხელით ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • გოფრირებული ქაღალდები (იმდენი ფერი, რამდენიც გსურთ, რომ ყვავილს ჰქონდეს);
  • ქაღალდის საკანცელარიო დამჭერი (თვითეული ფერის ქაღალდისთვის);
  • უბრალო დრეკადი მავთული;
  • მაკრატელი.

ყვავილების ქაღალდი

ინსტრუქცია ქაღალდის ყვავილების გასაკეთებლად:

1. სათითაოდ გაშალეთ მაგიდაზე გოფრირებული ქაღალდები და გადაკეცეთ, როგორც ფოტოზე არის ნაჩვენები:

yvavilebi

2.  დაკეცილი ქაღალდები შეკარით ქაღალდის დამჭერით და გადაჭერით კლებადი ზომით, თანაბრად, მაგალითად, 5-5 სანტიმეტრით. წინასწარ განსაზღვრეთ ფერების წყობა – ყველაზე მოკლე ქაღალდი აღმოჩნდება ყვავილის გულში, ყველაზე გრძელი კი – ბოლოში. 

ყვავილებისyvavilebis-taiguli

3. დაკეცილი ქაღალდის ბოლოები დავაწახნაგოთ, შემდეგ კი ნაკეცებზე გავჭრათ ისე, რომ ცენტრალურ ნაწილს არ შევეხოთ (იხ. ფოტოები). 

ქაღალდის-ყვავილები

ქაღალდის ყვავილების დამზადება

4. მოვხსნათ ქაღალდს სამაგრები და გავშალოთ მაგიდაზე ყველა მათგანი, ზომების მიხედვით. შემდეგ კი ისევ გადავკეცოთ ყველა ერთად და შევკრათ დრეკადი მავთულით:

qagaldis-kvavilebis-gaketebaქაღალდის-ყვავილებიქაღალდის-ყვავილების-გაკეთება

5. ფრთხილად შეუდექით თითოეული ფერის ქაღალდის გაცალკევებას. თუ ყვავილის ფორმა მოითხოვს, მაკრატლით შეასწორეთ მისი ბოლოები:

პომ-პონებიcrepeflower141

და ქაღალდის ყვავილებიც მზად არის! 

kvavilebisყვავილების

 

მასალის გამოყენების პირობები:

გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

 

1,864 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს