შემინული აივნები – პლიუსები და მინუსები

Spread the love

შემინული აივნები დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე არქიტექტურაში. მისი პოპულარობის მიზეზი პრაქტიულობასა და დამატებითი სივრცის კომფორტულად მოწყობის შესაძლებლობაში მდგომარეობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლი პატარა ფართობისაა. მინით დახურულ აივანზე შეიძლება სხვადასხვა დანიშნულების კუთხის მოწყობა: დასასვენებელი, სამუშაო კუთხის და ა.შ. ან შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ შესანიშნავი ხედებით.

Osteklenie_balkonov_aluminievim_profilem_07-1024x595
ალუმინის პროფილებით შემინული აივანი ატმოსფერულ ფაქტორებს შესანიშნავად უძლებს და ანტიკოროზიული თვისებით ხასიათდება. გარდა ამისა, ალუმინის კონსტრუქცია კონფიგურაციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს ფლობს: ის შეიძლება გასაწევი მექანიზმით დაამონტაჟოთ და ფანჯრები ადვილად ამოძრაოთ.

Osteklenie_balkonov_aluminievim_profilem_39
დახურულ აივანზე სითბოს შენარჩუნება თუ გსურთ, დაამონტაჟეთ სპეციალური თბოიზოლაციის ჩანართის მქონე ალუმინის პროფილები.

Osteklenie_balkonov_aluminievim_profilem_22
უპირატესობები:

  1. შემინული აივანი სრულყოფილ განათებას უზრუნველყოფს;
  2. საიმედოდ იცავს სახლს გარემოს ზემოქმედებისგან;
  3. ვიზუალურად მიმზიდველია;
  4. პროფილების ფერებისა და დიზაინის არჩევანი შეუზღუდავია.

ნაკლოვანებები:

  1. ხმაურის სრულ იზოლაციას ვერ უზრუნველყოფს;
  2. რელსებზე მოძრავი ალუმინის პროფილების შემთხვევაში, ფანჯრის სარქველების გახსნა-დახურვა ზამთარში, ყინვის ზემოქმედებით შესაძლოა გართულდეს.

Osteklenie_balkonov_aluminievim_profilem_10-650x487 Osteklenie_balkonov_aluminievim_profilem_26Osteklenie_balkonov_aluminievim_profilem_48-1024x682

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

3,241 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს