როგორ გავაკეთოთ ცარცით სახატავი კედელი საკუთარი ხელით

ბოლო პერიოდში, სულ უფრო მოთხოვნადია ინტერიერში ცარცით სახატავი კედელი ან დეკორაციები, რომელზეც მრავალჯერადად შეიძლება წარწერების გაკეთება. ყველაზე აქტუალურია ცარცით სახატავი კედელი სამზარეულოში და ასევე, ბავშვების ოთახებში, რისთვისაც საჭირო საღებავი საკუთარი ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ უმარტივესი რეცეპტით, რომლის ვიდეო გაკვეთილს ქვემოთ იხილავთ.

მასალის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

1) აკრილის მაღალხარისხიანი საღებავი, რომელიც ხშირ წმენდას ადვილად უმკლავდება.

2) ცემენტი ან გაჯი (ასევე, გრუნტი).

მომზადების წესი: დაახლოებით 1 ჭიქა საღებავს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი გაცრილი ცემენტი, კარგად აურიეთ და 1–2 ფენად წაუსვით სასურველ ფასადს.

შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტული, მუქი ფერის დაფის ნაცვლად, ნებისმიერი ფერის ცარცით მოსახატი კედელი შეგიძლიათ მიიღოთ!

საღებავის სახლში დამზადების მეთოდებს ამ ვიდეოშიც იხილავთ:

ცარცით სახატავი კედლის ფოტო იდეები:

ცარცით სახატავი კედელი ცარცით სახატავი კედელიkids-playroom-chalkboard-wall-with-animal-theme ცარცით სახატავი

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს