როგორ გავაკეთოთ ცარცით სახატავი კედლის საღებავი საკუთარი ხელით

Spread the love

ბოლო პერიოდში, სულ უფრო მოთხოვნადია ინტერიერში ცარცით სახატავი კედელი ან დეკორაციები, რომელზეც მრავალჯერადად შეიძლება წარწერების გაკეთება. ყველაზე აქტუალურია ცარცით მოსახატი კედლების გაკეთება სამზარეულოში და ასევე, ბავშვების ოთახებში. საჭირო საღებავი საკუთარი ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ უმარტივესი რეცეპტით, რომლის ვიდეო გაკვეთილს ქვემოთ იხილავთ.

მასალის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

1) აკრილის მაღალხარისხიანი საღებავი, რომელიც ხშირ წმენდას ადვილად უმკლავდება.

2) ცემენტი ან გაჯი (ასევე, გრუნტი).

მომზადების წესი: დაახლოებით 1 ჭიქა საღებავს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი გაცრილი ცემენტი, კარგად აურიეთ და 1–2 ფენად წაუსვით სასურველ ფასადს.

შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტული, მუქი ფერის დაფის ნაცვლად, ნებისმიერი ფერის ცარცით მოსახატი კედელი შეგიძლიათ მიიღოთ!

ფოტო იდეები:

აკრილის-საღებავი ცარცი-კედელიkids-playroom-chalkboard-wall-with-animal-theme chalkboard-wall საღებავი

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

2,182 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს