როგორი სანათებისა და ჭაღების ტენდენციები იქნება 2021 წელს?

სანათების ტრენდები 2021 წელს

სანათების მოდას წელს ფორმის უბრალოება, მინიმალიზმი და ეკოლოგიური თავისებურებები განსაზღვრავს. ეს ძირითადი პარამეტრები გაითვალისწინეთ, სანამ სახლისთვის ჭაღებს და სანათებს შეარჩევთ. ამ სფეროს სპეციალისტები შემდეგ რჩევებს გვიზიარებენ.

სანათების მასალა

2021 წელს, აქტუალური იქნება ბუნებრივი მასალით დამზადებული ჭაღები და სანათები. ეს შეიძლება იყოს შუშა, ხე, ქსოვილი ან ბამბუკი. ამ ელემენტების შეხამებით შეგიძლიათ შესძინოთ ოთახს თანამედროვე იერი. მასალებს შორის წელს ასევე პოპულარული იქნება მეტალი (რადგან წელს თეთრი მეტალის ხარის წელია), ასევე კერამიკის და აკრილისგან დამზადებული სანათები.

სანათები

ფორმები

სანათების ფორმებში ორი ვარიანტი იქნება მოდაში: ბუნებასთან ასოცირებული ელემენტები (მაგალითად, ჭაღები ხის ტოტების ფორმით, ტორშერები ფოთლების ფორმით, ნათურები წვეთების ფორმის და ა.შ.) და უბრალო გეომეტრიული ფორმები. ოთახის მინიმალისტური დიზაინი შეიძლება შეეხამოს უჩვეულო ფორმის ელეგანტურ ჭაღს ან სფეროს ფორმის სანათებს.

luxhome.ge
luxhome.ge
სანათების
სანათების

ფერების პალიტრა

ფერებს შორის წელს პოპულარული იქნება საბაზისო და ნეიტრალური ფერები: თეთრი, ნაცრისფერი, შავი, ყავისფერი, ასევე შეიძლება ნატურალური ელფერების შერჩევა: თაფლისფერი, ცისფერი, ქვიშისფერი და ა.შ. რაც ბუნებასთან კავშირს გამოხატავს.

სანათების ტრენდები

luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს