როგორ შევარჩიოთ ჭაღი?

Spread the love

ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ჭაღი, რომლის სათანადოდ შერჩევა საკმაოდ რთულია. კარგი ვიზუალი რა თქმა უნდა, არ არის კარგი ხარისხის გარანტორი, ამიტომ ჭაღის შეძენამდე შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ!

1. ყურადღება მიაქციეთ ჭაღის მასალას, რომელიც შეიძლება დამზადებული იყოს დამუშავებული რკინის, ვერცხლის ან ოქროს გამოყენებით, შუშის ან ქსოვილის (აბაჟურები), რომელიც ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ინტერიერში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მინისგან დამზადებული ჭაღები დროთა განმავლობაში ფერს იცვლის და ყვითლდება, რომლის გაწმენდა შეუძლებელია, ლითონისგან დამზადებული ჭაღები კი ფერს ინარჩუნებენ, მითუმეტეს, თუ მათი ზედაპირი მოოქროვილი იქნება. ასევე კარგი მდგრადობით გამოირჩევა “აბაჟურებიც”.

 2. რაც უფრო ხარისხიანი მასალით არის მოპირკეთებული ჭაღი, მით უფრო მაღალია სინათლის არეკვლის ხარისხი. მაგალითად, ოქროს ან ვერცხლის საშუალებით დაფერილი ჭაღები გარდა იმისა, რომ მიმზიდველად ბრწყინავენ, კარგად ირეკლავენ ნათურების შუქს.

 3. ჭაღების დეკორაციისას ხშირად გამოიყენება ძვირფასი კრისტალები, ბროლი თუ სვაროვსკის თვლები. ამ უკანასკნელით გაფორმებული ჭაღი განსაკუთრებულად ბრწყინავს და შუქსაც კარგად ირეკლავს. ბროლით და შუშით გაფორმებული ჭაღები კი დამატებითი განათების ეფექტს ნაკლებად იძლევა.

lyustra_s_hrustalem_asfour_0022_antichnaya_bronza

4. კარგი იქნება, თუ ჭაღს სიგრძის რეგულირების საშუალება ექნება, რადგან მას თქვენი ჭერის სიმაღლის მიხედვით დაკიდებთ.

29192_k0310_9943_000163_circle_12_pscl_ss

5. ყურადღება მიაქციეთ ჭაღზე გამოსაყენებელი ნათურების სიმძლავრის ინსტრუქციას და არ გადააჭარბოთ მითითებულ მაქსიმალურ სიმძლავრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭაღი მალე გამოვა მწყობრიდან. ძველებური ტიპის ვარვარა ნათურებიც ჯობია ახალი თაობის ეკონომიური ნათურებით ჩაანაცვლოთ, რომლებიც ბევრად უფრო გამძლეა და ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

url16novolux luster  DIADEMA SPswarovski-crystal-chandeliers  modern-pendant-light-fixtures kak-vyibrat-podhodyashhuyu-lyustru1   751027_ 1373288342-16059800  0240_89_3_W_SpT-1IKEA-Scandinavian-minimalist-modern-coral-chandelier-bar-restaurant-chandelier-lamp-living-room-chandelier-study Depositphotos_7424421_s_640x426chandelier editor-uploads-1366374899428-Tapicerowana+jadalnia interior-other-furniture-living-room-living-room-contemporary-rustic-living-room-design-with-rustic-chandelier-rustic-living-room-decor interior-design-home-interior-awesome-home-interior-design-japan-in-3d-home-classic-style-chandeliers-white-round-table-recommended-best-interior-design-blogs-to-inspire-homeowners-interior terrific-classic-traditional-living-room-interior-decorating-with-huge-golden-chandelier-plus-french-furniture-design-ideas-as-well-as-contemporary-desk-lamps

 

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

2,577 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს