2015 წლის ხალიჩების კოლექცია: ვერნერ აისლინგერი

Spread the love

ცნობილმა გერმანელმა დიზაინერმა, ვერნერ აისლინგერმა საზოგადოებას ხალიჩების ახალი კოლექცია წარუდგინა, სახელწოდებით “ელემენტარული ფორმები”, რომელიც როგორც ხვდებით, მარტივი ფორმების, ორიგინალური დიზაინისა და ფერების ვირტუოზულ შეხამებას წარმოადგენს.

კოლექცია შთაგონებულია ძირითადი გეომეტრიული ფორმებით, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური აღქმის ნაწილს შეადგენენ და რომლებიც თანაბრად პოპულარულია დიზაინის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე.

აისლინგერმა ხალიჩების სივრცეს ახალი სახე მისცა: მისი ხალიჩების დიზაინის კონცეპციას წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული “კუნძლები” – თავისუფალი ფორმის კომპონენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების ერთობლიობად იქცევა. ხალიჩის ძირითადი ნაწილები კი ერთმანეთისგან გამოყოფილია კონტრასტული ფერის თექის გამყოფი ხაზებით.

თავად შეაფასეთ, განსხვავებული დიზაინის ხალიჩები ნამდვილად განსხვავებულ ელფერს ანიჭებენ ინტერიერს.

ხალიჩების aislinger-xalicha ხალიჩა აისლინგერის ხალიჩები ხალიჩების xalichebis

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

565 total views, 2 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს