ხის ჭერი ინტერიერში

Spread the love

ხის ჭერი ინტერიერში წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამ ტენდენციას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, თანაც ის ძალიან ლამაზი და თანამედროვეა.
IMG.GE

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები საკმაოდ სწრაფად იცვლება. ის, რაც წინა წლებში ძალიან პოპულარული იყო, მაგალითად, ჭერის შემთხვევაში, თაბაშირ-მუყაოს რამოდენიმე დონიანი და რთული კონსტრუქციები, დღეს უკვე აღარ შეესაბამება „თანამედროვე რემონტის“ (ან „ევრორემონტის“, როგორც ხშირად უწოდებდნენ მას) ცნებას. ჩნდება კითხვა, თუ რა სახის ჭერი უნდა გაკეთდეს, რომ ის თანამედროვეც იყოს და მოდიდან მალე არ გადავიდეს? გთვაზობთ, არჩევანი შევაჩეროთ აქტუალურ ტრენდზე – ჭერის ხის ფაქტურით მოპირკეთებაზე. მართალია, ხის ჭერის გაკეთება შედარებით ძვირი დაჯდება, თუმცა ინტერიერი შეიძენს მდიდრულ იერს, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალა კი დიდხანს მოგემსახურებათ. თუმცა, უფრო ბიუჯეტურ ვარიანტებსაც შემოგთავაზებთ: ნატურალურ ხესთან შედარებით უფრო იაფი დაგიჯდებათ მდფ-ის მასალა.

რჩევები ჭერის სამუშაოების დაწყებამდე:

  • ინტერიერის კონკრეტული დიზაინები, როგორებიცაა ქანთრი, ლოფტი, ქონთემფორარი და სხვა, თავისთავად მოიცავს ხის ფაქტურის გამოყენებას, თუმცა კლასიკურს, არტ-დეკოს, ჰაი-ტეკს ის ნაკლებად უხდება.
  • როდესაც არჩევანს ხის ჭერზე აკეთებთ, ეცადეთ ეს მასალა დაბალანსებულად გამოიყენოთ ოთახში სხვა ზედაპირებთან მიმართებაში (იატაკი, კედლის პანელები, პლინტუსები, ავეჯი და ა.შ.) და არ გადატვირთოთ ინტერიერი. კარგი იქნება, თუ ხის ჭერს და იატაკს შეუხამებთ სადა, შეღებილ კედლებს და მსუბუქ ავეჯს.
  • იმისათვის, რომ ხის ჭერი ჰარმონიულად ერწყმოდეს სახლის ატმოსფეროს, სასურველია მაღალჭერიანი (მინიმუმ 3 მეტრი მაინც) იყოს ოთახი. ეს აუცილებელი მოთხოვნაა ხის ე.წ. „ბალკების“ გაკეთების შემთხვევაში.
  • შეგიძლიათ სრულად არ დატვირთოთ ჭერი ხის მასალით და მხოლოდ ცალკეულ ზონებზე (მაგალითად, სამზარეულო, კუნძულის, ან დივანის ზონა) გამოიყენოთ.
  • არჩევანი გააკეთეთ ღია ფერის ხის მასალის სასარგებლოდ, რათა უფრო ნათელი და მყუდრო იყოს ინტერიერი. კონტრასტის შესაქმნელად, იატაკის ფერი 1-2 ტონით მუქი შეარჩიეთ, ხოლო კედლები – ნათელ, ნეიტრალურ ფერებში გადაწყვიტეთ.

IMG.GE IMG.GE IMG.GE IMG.GE IMG.GE IMG.GE IMG.GE IMG.GE IMG.GE IMG.GE

581 total views, 20 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს