10 ოთახის მცენარე, რომლებიც თქვენს ოჯახში სიყვარულსა და იღბალს შემოიტანენ

Spread the love

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ოთახის ზოგიერთ დეკორატიულ მცენარეს ოჯახში სიყვარულის ატმოსფეროს შექმნა და იღბალის შეტანა შეუძლია. იმასაც ამბობენ, რომ ბევრ მათგანს ოჯახის სიმტკიცეშიც კი მიუძღვის წვლილი. ამ ჯადოსნური ოთახის მცენარეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. სპატიფილუმი, ცნობილია “ქალური ბედნიერების” მეტსახელით. როგორც ამბობენ, ამ მცენარის სახლში შეტანისას, მარტოხელები აუცილებლად იპოვნიან მეორე ნახევარს, ხოლო ახალგაზრდა ოჯახი თუ ბავშვზე ოცნებობს, ეს ოცნება მალე რეალობად იქცევა. სპატიფილუმი პოზიტიურად იმოქმედებს ურთიერთგაგებასა და სიყვარულზე.

ოთახის მცენარე სპატიფილიუმი

2. ია, რომელსაც მშვიდობის ყვავილს ეძახიან. დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ოჯახებში, სადაც ია ხარობს, ერთმანეთში არასოდეს ჩხუბობენ. ია ერთგულებისა და მუდმივი სიყვარულის სიმბოლოცაა. თუ ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ, თეთრი ია შეიძინეთ.

__ae__oe_265

3. ჩინური ვარდი – რომელიც მალაიზიის სიმბოლო და ჰავაის ემბლემაა. ამ ქვეყნებში ეს ყვავილი მშვიდობისა და ვნების სიმბოლოა.

ჩინური ვარდი

4. ჰოია – სიყვარულში გამოტყდომის სიმბოლოა, ამიტომ მას ხშირად ჩუქნიან ვალენტინობის დღესასწაულზე. იგი პოზიტიურად მოქმედებს ოჯახურ ბედნიერებაზე, ოჯახში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი საძინებელია.

ჰოია

5. მირტი – ახალგაზრდა ოჯახისთვის საუკეთესო საჩუქარია. მირტს ოჯახში ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს, ამიტომ ახლადდაქორწინებულ წყვილებს ხშირად ჩუქნიან ამ მცენარეს.

kvavili5

6. აიქრიზონი – იგივე “სიყვარულის ხე”, რომელიც სახელიდან გამომდინარე, ოჯახში სიყვარულს და ბედნიერებას შეიტანს.

aiqrizon

7. კალათეა – ძალიან კარგი საჩუქარი იქნება იმ წყვილისთვის, ვისი ქორწინებაც განსაცდელშია. თუ მცირედი შანსი კიდევ არსებობს, ეს მცენარე ქორწინებას გადაარჩენს. მას ოჯახური ბედნიერების სიმბოლოსაც უწოდებენ.

კალათეა

8. ქლოროფიტუმი – ეს მცენარე ოჯახში კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მომტანია. აქვს ოთახში ჰაერის გაწმენდის საუცხოო უნარი. აუცილებლად შეიტანეთ ახალგარემონტებულ სახლში – საღებავებისა და ყოველგვარ ქიმიურ სუნს სწრაფად შთანთქავს.

khlorofitum

9. ოქსალისი – როგორც ამბობენ, იგი ეხმარება ადამიანს მეორე ნახევრის პოვნაში და ასევე ოჯახური სიმყარის შენარჩუნებაში.

ოქსალისი

10. ანტურიუმი – “მამაკაცური ბედნიერიების” სიმბოლოა. როგორც ამბობენ, მას ბედნიერება და წარმატება მოაქვს სიყვარულში და დადებითად მოქმედებს პოტენციაზე.

ანტურიუმი

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

4,954 total views, 6 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს