8 ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარე

Spread the love

ოთახის მცენარეები ინტერიერს ყოველთვის განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებენ. თუმცა, მათზე მზრუნველობა და ყოველდღიური მოვლა ყველა დიასახლისისთვის ადვილი არ არის. გთავაზობთ 8 ყველაზე პოპულარულ ოთახის მცენარეს, რომელთა მოვლა არ გაგიჭირდებათ, თქვენი სახლი კი ყვავილებით დამშვენდება.

აზალია

აზალიასთვის ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში  +19-+22 გრადუსია, ზამთარში კი +12-+13 გრადუსი. აზალიას უყვარს ტენიანი და მჟავე ნიადაგი, ამიტომ მისი შემცველობაში აუცილებლად  უნდა შედიოდეს ტორფი, რომლის შეძენა ყვავილების მაღაზიებში შეგიძლიათ. ზაფხულში ხშირად მოწყეთ, შემოდგომა–ზამთარში შეამცირეთ, მაგრამ არ გამოუშროთ ნიადაგი.  კარგი იქნება, თუ ყოველ წელს გადარგავთ. მრავლდება კალმით, თესლით, ბუჩქის გაყოფით.

კალანჰოე

კალანჰოეს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და ადვილად ეგუება ოთახის პირობებს. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. ადვილად იტანს ზამთრის სიგრილეს, არანაკლებ 10 გრადუსს. კალანჰოეს ცოტა წყალი სჭირდება. უმჯობესია, თუ წყალს ლამბაქზე დაუსხამთ. მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ, ზამთრის პერიოდში კი იშვიათად მორწყეთ. მოაცილეთ დამჭკნარი ყვავილები, რათა მათ მცენარის ლპობა არ გამოიწვიონ. ასევე შეგიძლიათ თვეში ერთხელ მორწყათ თხევადი ბალანსირებული სასუქით.

ანტურიუმი

ეს ოთახის მცენარე მთელი წლის განმავლობაში გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით. იგი ტროპიკულ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება. მას მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სინათლე, ოღონდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. მცენარის ზრდისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20 გრადუსი, ზამთარში 16. მისი მოწყვა საჭიროა ზომიერად, ეცადეთ, მიწა მთლიანად არ გამოუშრეს. ანტურიუმი ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ კართან ან ღია ფანჯარასთან არ დადგათ. ტენიანობის გაზრდა შესაძლებელია ფოთლების რეგულარულად დანამვით. თუ ოთახის პირობები მისთვის კომფორტული არ აღმოჩნდება, ფოთლების სიყვითლეზე შეატყობთ.

anturium

პელარგონიუმი (გერანიუმი, ნემსიწვერა)

პელარგონიუმი ფართოდ გავრცელებული და ულამაზესი ოთახის მცენარეა. განსაკუთრებით უყვარს სინათლე და მისთვის იდეალური ადგილია ფანჯრის რაფა. მცენარეთა მოყვარულები პელარგონიუმს უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის მთელი წლის განმავლობაში ყვავის. თუ კარგად შეურჩევთ განათებულ ადგილს, მორწყავთ მისთვის შესაფერისი რეჟიმით და ტემპერატურასაც კარგად დაურეგულირებთ, პელარგონიუმი ყოველთვის გაახალისებს თქვენს სახლს ლამაზი და ფერადი ყვავილებით. ეს მცენარე სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მას მეტი სინესტე სჭირდება.

gean1-e1444117960241

ორქიდეა

ორქიდეები ინტერიერში საუკეთესო დეკორია, თუმცა როცა ორქიდეა გარემო პირობებში თავს კარგად ვერ გრძნობს, ყვავილები სცვივა და ახლების გამოტანაც აგვიანებს. ამას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს – განათება და მორწყვა.  ორქიდეას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, მოსარწყავად კი უნდა ჩადოთ ქოთანი წყალში 3–4 წუთის განმავლობაში.

orhideya

სპატიფილუმი

მას „ქალურ ბედნიერებასაც“ უწოდებენ, რადგან სიყვარული და ბედნიერება მოაქვს. თუკი ვინმე გაჩუქებთ ამ ყვავილს, იგი პირად ცხოვრებაში წარმატებას მოგიტანთ. სპატიფილუმი ადვილად მოსავლელი ყვავილია. ის მზის პირდაპირ სხივებს ცუდად იტანს და საარსებოდ ნათელი, უმზეო ადგილი ან ნახევარჩრდილი ურჩევნია.  წყალი ზომიერად უნდა დაუსხათ, სითბოში უფრო მეტი, სიცივეში – ნაკლები. სიცივის მიმართ ძალზე მგრძნობიარეა, ამიტომ ტემპერატურა 12 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს ოთახში. ყვავილის გადარგვა შეიძლება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ნიადაგში ფესვის გადატანით.

spathiphyllum_3

ია (ვიოლა)

ია ყველა დიასახლისის საყვარელი ოთახის მცენარე, რადგან უპრეტენზიო, მარტივად მოსავლელი ყვავილია. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და მორწყეთ მაშინ, როცა ზედაპირი გამოშრება.

__ae__oe_265

ბეგონია

ბეგონიას უყვარს სინათლე, მაგრამ არ უყვარს მცხუნვარე მზის სხივები – ფოთლები დაეწვება ან გაუხუნდება. ის უნდა მოირწყას მაშინ, როცა ნიადაგი ზედაპირზე კარგად გაშრება. სასურველია მცენარე ოთახის ტემპერატურის წყლით მორწყათ. წყალი ფოთლებს არ უნდა მოხვდეს, განსაკუთრებით თუ საქმე გვაქვს ბუსუსიანი ფოთლების მქონე ბეგონიასთან.

begonia(1)

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

7,515 total views, 5 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს